FM97.5 / LIVE

ახალციხეში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 01.09.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულომ ქალაქის ქუჩებში საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის ადგილები გამოყო. წინა არჩევნებთან შედარებით, გასაკრავი პლაკატების რაოდენობა შეზღუდულია.

ახალციხეში საარჩევნო მასალების განთავსების  ადგილები განსაზღვრეს

ახალციხის საკრებულო საარჩევნო სუბიექტებს პლაკატების გაკვრის ნებართვას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შემდეგ შენობა–ნაგებობებზე აძლევს:

1. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის გარშემო არსებული მესერი (9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩის კვეთა);
2. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე, მშენებარე ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებული მესერი (9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩის კვეთა);
3. საფარის შესახვევთან არსებული კედელი;
4. დიდიმამიშვილის ქუჩასა და ხუთსართულიან კორპუსს ( დიდიმამიშვილის N1) შორის არსებული კედელი;
5. ყოფილი სასაზღვროს ნაწილის კედელი;
6. ქალაქში არსებული ავტობუსის გაჩერებები;
7. ხარისჭირაშვილის ქუჩაზე, რაბათში შესასვლელი ხიდის მარცხენა მხარეს არსებული კედელი;
8. რაბათში, ყაზბეგის ქუჩაზე არსებული მინი მოედნის კედელი;
9. ავტოსერვისის ცენტრის „თეგეტა მოტორსის“ სიახლოვეს მდებარე ახალი სარკინიგზო ხიდის კედელი;

გარდა აღნიშნულისა, გამოყოფილია ადგილები გადასაჭიმი ბანერებისთვის.

მათი განთავსება შესაძლებელია: თამარაშვილის ქუჩაზე (ყოფილი პურკომბინატისა და სახანძრო–სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე), რუსთაველის ქუჩაზე (უნივერვსიტეტის მიმდებარე, მეხუთე სკოლის მიმდებარე, ღრელის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიებზე), ასევე ასპინძის ქუჩის დასაწყისში.

საკრებულოს განკარგულებაში წერია, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა, ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 1 ცალით ( პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს, 60 სმ., სიგანე არაუმეტეს 42სმ, A2 ფორმატით).

შესაძლებელია მსურველმა სააგიტაციო მასალები გამოფინოს კერძო მფლობელობაში არსებულ შენობა–ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზეც, მათი მფლობელების ნებართვის საფუძველზე.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს განკარგულებაში არ წერია, არჩევნების დასრულების შემდეგ რა სანქციები ეკისრება საარჩევნო სუბიექტს მათ მიერევე გაკრული პლაკეტების არჩამოხსნის შემთხვევაში. როგორც საკრებულოში განგვიმარტეს, ამას კანონი არეგულირებს.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, პლაკატების არჩამოხსნის საკითხი კანონმდებლობით ცალკე რეგულირდება, თუმცა, შეეძლოთ ეს გაეთვალისწინებინათ.

„მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს დაჯარიმებას, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის შედეგენას“, – აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

მიუხედავად კანონისა, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს პლაკატების ჩამოხსნას ავალდებულებს, ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პლაკატები წლების განმავლობაში რჩება გაკრული ქალაქის სხვადასხვა ადგილზე და ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.

„ეს არის პოლიტიკური ნება. არასდროს, არცერთი ხელისუფლება არ აჯარიმებს პოლიტიკურ პარტიებს პლაკატების არჩამოხსნის შემთხვევაში. თუმცა არსებობს რეგულაციები. ეს დარღვევა არის იერსახის დამახინჯება, რომელიც მინიმალურ თანხას, 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს და სამწუხაროდ, ხშირად ამას პოლიტიკური პარტიები არ ითვალისწინებენ“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თვითმმართველობამ საარჩევნო მასალების გასაკრავი ადგილები გამოყო
ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
საარჩევნო მასალებისთვის ადგილები ქალაქ ახალციხეშიც განისაზღვრა
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
პარტიებისთვის პლაკატების გასაკრავი ადგილები თანაბრად გადანაწილდება
სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება