FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.09.2016
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 15 სექტემბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის 28 კანდიდატია. საარჩევნო ბლოკის „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” კანდიდატი, ტარიელ ხაჩიძე, არჩევნებში ისევ მონაწილეობს.

სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]

გუშინდელი მდგომარეობით, სიაში, 27 კანდიდატი იყო. ტარიელ ხაჩიძე, რომელიც საარჩევნო პროცესებში აქტურადაა ჩართული, რეგიტრაციაში გატარებული არ იყო იმ მოტივით, რომ ცესკომ მისი წარმდგენი, საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო" არ დაარეგისტრირა.

ცნობისთვის, ცესკომ განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკმა თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო, პარტიული სია კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ წარადგინა, რის გამოც ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. თუმცა, ბლოკმა ცესკოს ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის, "თოფაძე–მრეწველები – ჩვენი სამშობლოს" რეგისტრაციის აღდგენა დაავალა

ცესკოს სია, რომელიც დღეს, 15 სექტემბერს განახლდა, საბოლოოა. ამ მონაცემების მიხედვით, მაჟორიტარობისთვის ათ–ათი კანდიდატი იბრძვის ახალციხე–ადიგენისა და ბორჯომი–ასპინძის ოლქებში და რვა კანდიდატია ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში.

კანდიდატების სრული სია:

სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]

სამცხე–ჯავახეთში სამი მაჟორიტარული ოლქია

N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი:


N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – კობა გორგოძე;
N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ბესიკ ხითარიშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – ნიკოლოზ ინასარიძე;
N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ტარიელ ხაჩიძე;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ზურაბ პაქსაძე;
N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – შალვა გოგოლაძე;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი კოპაძე;
N42 საინიციატივო ჯგუფი - გოჩა ათოშვილი, თამაზ ბარბლიშვილი, ავთანდილ მამუკაშვილი, რევაზ გოგოლაძე, რომანი მაისურაძე – ნუგზარ პარუნაშვილი


N45 ასპინძა–ბორჯომის ოლქი (აქ შემოდის ახალქალაქის 5 თემიც)


N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – კახა ბერიძე;
N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ამირან ტყეშელაშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ტარიელ ლონდარიძე;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – მარინე გელაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – ზურაბ ხაჩიძე;
N10 შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – გიორგი გიუაშვილი;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ავთანდილ გონგლაძე;
N25 კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი – გივი მჭედლიშვილი;
N26 ეროვნული ფორუმი – აკაკი ლეკიშვილი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გედევან ფოფხაძე;

N46 ნინოწმინდა – ახალქალაქის ოლქი


N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – შაქრო აივაზიანი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – არსენ კარაპეტიანი;
N6 უსუფაშვილი – რესპუბლიკელები – აშოტ საარიანი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – მერუჟან კარახანიანი;
N26 ეროვნული ფორუმი – არმენაკ ფოლორჩიანი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ენზელ მკოიანი;
N42 საინიციატივო ჯგუფი - მამიკონ მინასიან, არტურ მკოიან, გეორგი მხჩიან, კარლოს რაისიან, ვარდან ჩოკანდარიან – არტაშეს პალანჯიან
N43 საინიციატივო ჯგუფი - არტაკ ხნკოიან, არარატ ანანიკიან, აშოტ ჰოვჰანნესიან, იური ვანაძე, ნოდარ გორგაძე – რობერტ ჯაღაცპანიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა