FM97.5 / LIVE

„საერთაშორისო განათლების ცენტრის” პრეზენტაცია სტუდენტებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.10.2012
ორგანიზაცია „საერთაშორისო განათლების ცენტრმა” ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

„საერთაშორისო განათლების ცენტრის” პრეზენტაცია სტუდენტებისთვის

ახალციხელ სტუდენტებთან შეხვედრა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შედგა.

ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სხვადასხვა პროგრამები შესთავაზეს და საზღვარგარეთ სწავლების ძირითადი მოთხოვნები გააცნეს.

”საერთაშორისო განათლების ცენტრის” პროგრამების მენეჯერმა ნათია ნანავამ ყურადღება იმ წვრილმანებზე გაამახვილა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

პრეზენტაცია კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუდენტებმა მათთვის სასურველ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. დასასრულს, ორგანიზატორებმა მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

“საერთაშორისო განათლების ცენტრი” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოპერაციული პროგრამის-საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანი სტუდენტებისა და პროფესიონალების დახმარებაა, რათა მათაც ისარგებლონ საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებით და აიმაღლონ ცოდნა.

ცენტრმა პრეზენტაცია დღეს ახალციხის ამერიკის კუთხეშიც გამართა. ხვალ კი პრეზენტაცია ბორჯომის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართება.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტაცია
საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება  იწყება
ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
ადიგენში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ®

თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა [R]