FM97.5 / LIVE

სადავო ცვლილება ბიუჯეტში – ოპოზიცია მერიის ქმედებაში ამომრჩეველების მოსყიდვის ნიშებს ამჩნევს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 05.08.2016
ახალციხის მერია სომხურ ეკლესიას სახურავის სარეაბილიტაციოდ 10.000 ლარს აძლევს. ოპოზიცია ეკლესიისთვის თანხის გამოყოფის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, კითხვები სუბსიდირების პერიოდზე უჩნდება და ფიქრობს, რომ მერია წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების გულისმოგებას ცდილობს.

სადავო ცვლილება ბიუჯეტში – ოპოზიცია მერიის ქმედებაში ამომრჩეველების მოსყიდვის ნიშებს ამჩნევს

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, 5 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი. ცვლილებების მიხედვით, ახალციხის მერიის ბიუჯეტიდან სომხური ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციისთვის 10.000 ლარი გამოიყოფა. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს უმცირესობის დეპუტატებმა.

„წინასაარჩევნოდ თანხებით მანიპულირება არაფრით არ შეიძლება. მაინც და მაინც ორი თვით ადრე რატომ მოინდომეს ეკლესიის სახურავის გაკეთება, როცა შეიძლებოდა ოთხი თვით ადრე, ან თუნდაც შარშან გაკეთებულიყო?! არჩევნების შემდეგ გაკეთდეს და 10 კი არა, 40 ათასი დაიხარჯოს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ“, – ამბობს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე აცხადებს, რომ ეკლესიამ საკრებულოს დიდი ხნის წინ მიმართა და ეს საარჩევნო პროცესთან კავშირში არ არის.

„ეკლესიაში სტიქიის დროს წყალი ჩავიდა და ეს პროცესი ამანაც დააჩქარა. მოსახლეობა თავისი ხარჯებით აკეთებს, ჩვენ თანამონაწილეობას ვღებულობთ 10.000 ლარის ოდენობით“, – განმარტავს დავით ლომიძე.

წინასაარჩევნო პროცესთან კავშირს გამორიცხავს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბოიანი. მისი თქმით მოსახლეობამ და სამღვდელოებამ სახურავის რეაბილიტაცია თავისი ხარჯებით უკვე დაიწყო: „სახურავი ინგრევა და არ უნდა გავაკეთოთ? სამღვდელოებამ მერიისგან თანაფინანსება ითხოვა“.

საკრებულოს უმცირესობის დეპუტატების გადაწტყვეტილება უკვირის მერის მოადგილეს ზაზა გელაძეს, რომელიც დღევანდელ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

„რატომ გაქვთ ეს პრობლემა? ვაკეთებთ რატომ აკეთებთო, არ ვაკეთებთ და რატომ არ აკეთებთო. რატომ წინა საარჩევნოდ? იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ბიუჯეტში ცვლილებას ვერ შევიტანთ. ყოველ წელს არჩევნებია და ჩვენ აღარაფერი არ გავაკეთოთ?“ – კითხულობს იგი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ახალციხის საკრებულოს ქმედებაში კანონდარღვევა არ არის თუმცა, კითხვები ჩნდება: "შესაძლებელია ეს იყოს, სომეხი ეროვნების ელექტორატის გულის მოგების მცდელლობა. მერიას თავისუფლად შეეძლო, ეს თანხა რამდენიმე თვის წინ გამოეყო".

სადავო ცვლილება ბიუჯეტში – ოპოზიცია მერიის ქმედებაში ამომრჩეველების მოსყიდვის ნიშებს ამჩნევს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს