FM97.5 / LIVE

ბორჯომის პარკში მომუშავე მეწარმეები: დავზარალდით და სეზონიც შეფერხდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.08.2016
ბორჯომის ისტორიულ პარკში მომუშავე მეწარმეები ამბობენ, რომ გუშინდელი სტიქიიის შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ. მათი ნაწილი შიშობს, რომ ბორჯომში ტურისტული სეზონი ჩავარდება.

ბორჯომის პარკში მომუშავე მეწარმეები: დავზარალდით და სეზონიც შეფერხდა

ბორჯომის პარკში მოტეხილმა ხემ გასართობი, ე.წ. თოკების პარკი გაუფუჭა ლაშა ხაჩიძეს.

"ერთი ხე გადმობრუნდა და თოკები ჩამიწყვიტა. ასე პარკი სულ გაფუჭდა. დაზიანებულ პარკზე რომ აღარაფერი ვთქვა, გაჩერებულები ვართ, ვეღარ ვმუშაობთ, ეს ხომ ჩვენს შემოსავალზე მნიშვნელოვნად აისახება. ხალხი შეშინებულია, ალბათ აღარ ჩამოვა", – ამბობს იგი.

ხაჩიძის მსგავსად, ზარალი მიიღო კიდევ ერთმა მეწარმემ, რომელიც ბორჯომის პარკში ნაყინებს ყიდდა: "მაცივარი ალბათ გადარჩება, მაგრამ პროდუქტი სულ გაფუჭდა".

გუშინდელმა სტიქიამ ორმაგად აზარალა კაფე–ბარი "ჩანჩქერი".

"ათასობით ლარის ზარალი მივიღეთ. სტიქიის დროს გარეთ ათობით მაგიდა იყო გაშლილი, ხალხს შეეშინდა და გადახდაზე აღარავინ ფიქრობდა. ალბათ 2000 ლარის შეკვეთები იყო. ჭურჭელს, სკამებსა და მაგიდებს ქარი ჰაერში აფრიალდებდა, ყველაფერი დაიმტვრა გარეთ რაც იყო", – გვეუბნებიან კაფე–ბარის თანამშრომლები.

ასევე მოტეხილი ხისგან დაზარალდა პოპ–კორნების გამყიდველი. მეპატრონე ამბობს, რომ აპარატის შეცვლა მოუხდება, რადგან იგი ხემ დააზიანა: "პოპკორნის დასამზადებელი მასალაც სტქიამ გაანადგურა"

ავტოდრომის ოპერატორი გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ მისი ავტოდრომი ძალიან არ გაფუჭებულა, ტექნიკა მწყობრიდან არ გამოსულა, მხოლოდ წყალი შევარდა. იგი ვარადაუდობს, რომ 2–3 დღეში პარკი გაიხსნება და ტურისტული სეზონიც განახლდება.

ხუციშვილის ოპტიმიზმის გაზიარება უჭირს პარკში მეიჯარეების ზედამხედველს. იგი ფიქრობს, რომ ბორჯომში ტურისტული სეზონი ჩავარდა: „ერთი კვირა ალბათ პარკს არ გააღებენ. ამიტომ ბორჯომში დამსვენებელი აღარ გაჩერდება.

დილიდან პარკშია ბორჯომის ისტორიული პარკის დირექტორი ლადო გელაშვილი.

"დღეს, საღამოს, პარკის ქვედა ტერიტორია, სადაც დასასვენებელი ადგილია, გაიხსნება, ხვალ კი მთლიანი პარკი ამოქმედდება. ზარალზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ახლა ვითვლით", – ამბობს იგი და ამატებს, რომ დარწმუნებულია რომ ზარალი ძალიან დიდია.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აგვისტოს, ბორჯომში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა იყო. სტიქიამ ბორჯომი მნიშვნელოვნად აზარალა.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკი სტიქიის შემდეგ [Photo]
ბორჯომის პარკში გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა
800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში
9 აგვისტომდე ბორჯომის პარკში შესვლა უფასო იქნება
ბორჯომის პარკში ჰორტენზიების ხეივანი გაშენდება
ბორჯომი სტიქიის შემდეგ
ბორჯომის პარკი სტიქიიდან მეორე დღეს [Photo]