FM97.5 / LIVE

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი ჩაინგრა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2016
ახალციხის ბაზარში სეტყვის შედეგად ავეჯის მაღაზიები დაზიანდა. უხვმა ნალექმა ჯერ მეორე სართული დატბორა, შემდეგ კი წყალი პირველ სართულზე ჩავიდა.

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა

ახალციხის ბაზრის შენობაში წყალმა სახურავიდან გაჟონა. მეორე სართულზე განთავსებული ავეჯის მაღაზიების ჭერი რამდენიმე ადგილზე ჩამოინგრა და თან საშენი მასალა ჩამოიტანა. დასველდა რბილი ავეჯი, ხალიჩები, ხის მაგიდები და სკამები.

წყალმა გაჟონა პირველ სართულზეც. მოვაჭრეებს გასაყიდად გამზადებული ტანისამოსი და სხვადასხვა ნივთები დაუსველდათ.

"წყალში ვცურავდით, როგორც გარეთ, ისე აქ წვიმდა. ერთმანეთს მივეხმარეთ, რომ გასაყიდი საქონელი გადაგვერჩინა. ჯერ ზედა სართული დატბორა, მერე წყალი დაბლა ჩამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო. 3–4 წლის წინ მიწისძვრის დროს შენობის კედლები დაიბზარა და ახლა წყალმა ამ ადგილებში გამოჟონა“– ამბობს ზინაიდა ნატრიაშვილი.

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა

სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა


სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა

შეგახსენებთ, დღეს, 3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში ძლიერი სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანდა კოსტავას, თამარაშვილის, ხანძთელისა და მიქუტიშვილის ქუჩები.. [/url] მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოეშალა. კოსტავას ქუჩაზე კი წვიმა ოთახებში ჩავიდა. სტიქიისგან დაზარლდა მაღაზია "შოშიაც".

900–მდე აბონენტი უშუქოდაა.3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ხეხილიც გაანადგურა.

ახალციხის ქუჩებში ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველები ადგილობრივების დატბორილი სარდაფებიდან და ფარეხებიდან წყალს ტუმბავენ.

მერია ზარალის შესწავლას ხვალ დაიწყებს.

დღევანდელი სტიქია სოციალური ქსელის განხილვის თემაა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]
ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა
ახალციხე სეტყვის შემდეგ – დატბორილ ქუჩებზე მაშველები მუშაობენ [Photo]
სეტყვის შემდეგ, ახალციხის ქუჩებს ქვა–ღორღისგან წმენდენ [Photo]
ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები სახურავების შეკეთებას ითხოვენ
სეტყვის შედეგად განადგურებული ხეხილი [Photo]
სტიქიის  შედეგები გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე [Photo]