FM97.5 / LIVE

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2016
ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზო, რომლიც ქვის კედელით იყო აშენებული ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]

შემთხვევა დღეს 3 აგვისტოს მოხდა. როგორც მეზობლები ამბობენ სახლის მეპატრონე ეზოს ჩამონგრევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

„სოფელში არიან წასულები. არც კი იციან რა მოხდა“, – აცხადებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 აგვისტოს ახალციხეს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ შეუტია. სტიქიამ განსაკუთრებით თამარაშვილის, კოსტავას, მიქუტიშვილისა და ხანძთელის ქუჩები დააზიანა. წვიმისგან მოვარდნილი ნიაღვრები შევარდა სხვა ქუჩებზე მცხოვრებლებთანაც.

წვიმისა და სეტყვის გამო კოსტავას ქუჩაზე სახლს სახურავი ნაწილობრივ გადაეხადა. სხვა ქუჩებზე წვიმა ჩავიდა ადგილობრივების სახლებში, დაიტბორა სარდაფები და ფარეხები. სეტყვისგან დაზიანდა ავტომანქანები.

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]

შეგახსენებთ, დღეს, 3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში ძლიერი სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანდა კოსტავას, თამარაშვილის, ხანძთელისა და მიქუტიშვილის ქუჩები.. [/url] მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოეშალა. კოსტავას ქუჩაზე კი წვიმა ოთახებში ჩავიდა.

900–მდე აბონენტი უშუქოდაა.3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ხეხილიც გაანადგურა.

ახალციხის ქუჩებში ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველები ადგილობრივების დატბორილი სარდაფებიდან და ფარეხებიდან წყალს ტუმბავენ.

მერია ზარალის შესწავლას ხვალ დაიწყებს.

დღევანდელი სტიქია სოციალური ქსელის განხილვის თემაა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიის  შედეგები გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე [Photo]
ახალციხე სეტყვის შემდეგ – დატბორილ ქუჩებზე მაშველები მუშაობენ [Photo]
სეტყვის შემდეგ, ახალციხის ქუჩებს ქვა–ღორღისგან წმენდენ [Photo]
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე გაზის მიწოდება აღდგა
სეტყვის შედეგად განადგურებული ხეხილი [Photo]
ახალციხე სტიქიის შემდეგ – 900–მდე აბონენტი უშუქოდაა
ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა