FM97.5 / LIVE

ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2016
ძლიერი სეტყვის გამო ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული მარკეტი "შოშია", ე.წ ბორჯომის მაღაზია დაიტბორა.

ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა

უხვი ნალექისა და ქარის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი, ჩამოინგრა საშენი მასალა და წყალმა კედლებში გაჟონა. წყალი შევიდა სარდაფშიც. განადგურდა სურსათი და გასაყიდად დახლებზე დალაგებული სხვდასხვა ნივთი.

"20 ათასი ლარის საქონელი მაქვს ამჟამად და ნახევარი განადგურდა. გასაყიდი ჭურჭელი სულ ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. კრედიტი მაქვს აღებული და იმაშიც თანხას ვიხდი. დაზღვული კი მაქვს, მაგრამ რას ამინაზღაურებენ არ ვიცი. ჩემი შემოსავლის წყარო ეს არის, მეტი არაფერი მაქვს“, – ამბობს მარკეტის მეპატრონე დოდო ხაჩიძე.

ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი დავით სამსონიძე. მისი თქმით, ქალაქში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

"კერძო ობიექტებისათვის ზარალის ანაზღაურება ჩვენ ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ თუ მთლიანი სტიქიური ზარალი დადგინდება და სახელმწიფო ჩაერთვება, ეს სხვა საქმეა. კერძო მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა და სადაზღვეო ვალდებულია აუნაზღაუროს“, – განმარტა დავით სამსონიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში ძლიერი სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანდა კოსტავას, თამარაშვილის, ხანძთელისა და მიქუტიშვილის ქუჩები.. [/url] მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოეშალა. კოსტავას ქუჩაზე კი წვიმა ოთახებში ჩავიდა.

900–მდე აბონენტი უშუქოდაა.3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ხეხილიც გაანადგურა.

ახალციხის ქუჩებში ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველები ადგილობრივების დატბორილი სარდაფებიდან და ფარეხებიდან წყალს ტუმბავენ.

მერია ზარალის შესწავლას ხვალ დაიწყებს.

დღევანდელი სტიქია სოციალური ქსელის განხილვის თემაა.

ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა

ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა

ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა

ახალციხეში ძლიერმა სეტყვამ მარკეტი "შოშია" დააზიანა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]
ახალციხე სეტყვის შემდეგ – დატბორილ ქუჩებზე მაშველები მუშაობენ [Photo]
სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა
სეტყვის შემდეგ, ახალციხის ქუჩებს ქვა–ღორღისგან წმენდენ [Photo]
სეტყვის შედეგად განადგურებული ხეხილი [Photo]
ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები სახურავების შეკეთებას ითხოვენ
სტიქიის  შედეგები გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე [Photo]