FM97.5 / LIVE

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.01.2018
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2018 წელს ძირითადი მოლოდინია 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან.

“საქართველოში გრძელდება ტურიზმის უპრეცენდენტო ზრდა, რაც აისახება ტურისტების რაოდენობაზეც. ტურისტებთან ერთად, დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და 2016 წელს თუ პირველი წელიწადი იყო როცა 2 მილიარდს გადაცდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს დაახლოებით, 2 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში. 2018 წელს კიდევ უფრო მეტი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”, - განაცხადა გიორგი ჩიგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2016 წელს საქართველოს 6 მლნ–ზე მეტი ტურისტი ეწვია [ინფოგრაფიკა]
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა
ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 2 783 594 ტურისტი შემოვიდა
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 29.4%–ით გაიზარდა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა
2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე  486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა