FM97.5 / LIVE

შსს: 2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 02.09.2015
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს საზღვარი 383 619–მა ტურისტმა გადმოკვეთა, რაც 2%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს თვე 852 377 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 383 619 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2%);

ბ) ტრანზიტი - 224 993 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54%);

გ) სხვა - 243 765 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3,5%).

„რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 922 376 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე“, – აცხადებენ შსს–ში.

შსს–ს ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+24,7%), აზერბაიჯანიდან (+8,3%), თურქეთიდან (-10%), რუსეთიდან (+23%) და უკრაინიდან (+5,6%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 21%, 20%, 14%, 12%, 10%, 10% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (36%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 54% და 35%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 766% და საუდის არაბეთი - 75%-იანი მატებით.

აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივნისში საქართველოს საზღვარი 496 758–მა ადამიანმა გადმოკვეთა
2015 წლის მაისში საქართველოს საზღვარზე 454 545 ვიზიტორი დაფიქსირდა
2015 წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო
შსს: აგვისტოში საქართველოს 1 080 449 ვიზიტორი ჰყავდა
შსს-მ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ პირთა მონაცემები გამოაქვეყნა
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა
იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა