FM97.5 / LIVE

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა

მთავარიეკონომიკა 09.04.2016
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის 3 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1,134,436 შეადგინა, რაც გასული, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა

რაც შეხება გასულ თვეს, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450,875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%-ია.

მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 170,281 შეადგინა. ზრდა +24.8%.

„აქამდე მარტის თვეში ამ რაოდენობის ვიზიტორები არ დაფიქსირებულა“, – ამბობენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2015 წელს უცხოური ტურიზმიდანშემოსავალმა შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. (ზრდა +8.3%). ხოლო, რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებს, მისმა მნიშვნელობამ 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით შეადგინა 218,904 ათასი ლარი. ზრდა +26.9%.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. (ზრდა +16.2%).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა
2016 წელს საქართველოს 6 მლნ–ზე მეტი ტურისტი ეწვია [ინფოგრაფიკა]
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 29.4%–ით გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა