FM97.5 / LIVE

იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 02.02.2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.

იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%);

ბ) ტრანზიტი - 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%);

გ) სხვა - 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

როგორც შსს–ს ანგარიშიდან ირკვევა, 2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (21%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები - 706%. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იანვარში უცხოეთიდან საქართველოში 387 070 ვიზიტი დაფიქსირდა
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა
2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე  486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა
შსს: აგვისტოში საქართველოს 1 080 449 ვიზიტორი ჰყავდა
2015 წლის მაისში საქართველოს საზღვარზე 454 545 ვიზიტორი დაფიქსირდა
ივნისში საქართველოს საზღვარი 496 758–მა ადამიანმა გადმოკვეთა