FM97.5 / LIVE

გზა ყველას, ორი ოჯახის გარდა – უკმაყოფილება ხმალაძის ქუჩაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2016
ახალციხეში, ხმალაძის ქუჩაზე, ასფალტის საფარი იგება, თუმცა, არა სრულად. კეთილმოწყობის გარეშე გზის ბოლოს, 100 მეტრი რჩება, რაც იქ მცხოვრები ოჯახების უკმაყოფილებას იწვევს.

გზა ყველას, ორი ოჯახის გარდა – უკმაყოფილება ხმალაძის ქუჩაზე

ლელა ზედგინიძე, ახალციხეში, რაბათის უბანში, ხმალაძის ქუჩის ბოლოში ცხოვრობს. მალე მათ ქუჩაზე ახალი სანიაღვრე არხები და ასფალტის საფარი იქნება, თუმცა, არა ლეილას სახლამდე. ლეილას სახლში შესასვლელად ასფალტიდან ისევ დანგრეულ გზაზე მოუწევს გადასვლა.

„ორი ოჯახი ვართ დარჩენილი და მაგიტომ არ გვიკეთებენ, თორემ მერიისთვის რა გახდა 100 მეტრი. ნახეთ რა გზაა, ძლივს მივდივართ სახლამდე. წერილიც მივწერეთ მერიას, მაგრამ პასუხიც კი არ გვაღირსეს“, – ამბობს ლელა ზედგინიძე.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ხმალაძის ქუჩის ბოლოში მცირე მონაკვეთი მართლაც რჩება და ამას რამდენიმე არგუმენტით ხსნიან. როგორც მერიაში განმარტავენ, ეს რთული მონაკვეთია, იქ არსებული ხიდის გამო და რეაბილიტაციაც ძვირი ჯდება.

„აქ არის პრობლემა ხიდის. შესაძლებელია, რომ შემოვლითი გზით მოვაგვაროთ პრობლემა. როგორც კი პროექტები დასრულდება, დანაზოგებით ამასაც გავაკეთებთ“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გელვასი გელაძის განმარტებით, ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას ზედაპირული გათვლებით 21.000 ლარამდე სჭირდება. ამ გზის შეკეთებას გელაძეც სამომავლოდ განიხილავს.

ახალციხეში, რაბათის უბანში, ათონელისა და ხმალაძის ქუჩების გზის მოასფალტების სარეაბილიტაციო და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებისთვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 2016 წლის 2 თებერვალს, 367,242 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხმალაძის ქუჩაზე შეკეთებას გზის 590–მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, საერთო ფართით 2665 კვადრატული მეტრი.
ტენდერი, ამავე ოდენობის თანხით, შპს „არალმა“ მოიგო. მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 25 აპრილს გააფორმა.

შპს „არალის“ დირექტორი ოთარ თათეშვილი ამბობს, რომ ხმალაძის ქუჩის ბოლოში გზის მცირე მონაკვეთის შეკეთება პროექტით გათვალისწინებული ნამდვილად არ ყოფილა.

„ფიზიკურად ვერ გაკეთდება მანდ გზა. იყო სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტზე გადავსულიყავით, მაგრამ ტექნიკაც ვერ გადაგვყავს. საუბარი ამ მონაკვეთზე ნამდვილად იყო, მერიის წარმოამდგენლებს შეხვდნენ ადგილობრივები. მაგრამ, მაგის გაკეთება დიდ ხარჯებს უკავშირდება და მერია ვეღარ გაწვდა. რაც პროექტითაა გათვალისწინებული, ყველაფერი კეთდება“, – განმარტავენ კომპანიაში.

ხმალაძის ქუჩაზე გზის შეკეთების სამუშაოების 2016 წლის 26 სექტემბერს უნდა დასრულდეს. უგზოდ დარჩენილ ორ ოჯახს ლოდინის მეტი არაფერი დარჩენია – მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ მონკვეთს აუცილებლად შეაკეთებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე
მარტოხელა პენსიონერი: „პროდუქტს პლედში გამოვახვევ და სახლამდე თრევით მიმაქვს“
ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს