FM97.5 / LIVE

ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი

მთავარიეკონომიკა 17.08.2015
ახალციხის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის სახლამდე, დანარჩენ ჩიხებში კი სანახევროდ დაგებული ასფალტი. გურამიშვილის ქუჩაზე ასფალტის ჩიხებში და თანაც, ხარისხიანად დაგებას ითხოვენ. გელვასი გელაძე, კი ვის სახლთანაც ასფალტიან გზას მივყავართ, ჯიუტად დუმს.

ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი

ახალციხეში, რაბათის უბანში, გურამიშვილის ქუჩაზე დღეს დილიდან ხმაური იყო. ადგილობრივებმა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხი და დაპროექტება გააპროტესტეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ გუშინ, 16 ივლისს მოვარდნილმა ძლიერმა წვიმამ ახალდაგებული ასფალტის საფარის ნაწილი დახეთქა და წყალი ეზოებში შეუვარდათ. მიზეზი კი ისაა, რომ ქუჩაზე სანიაღვრე არხი ყველგან არაა. გარდა ამისა, ასფალტი ყველა ჩიხში არ იგება.

ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი „ვთხოვე ასფალტის დახრა გზის მხარეს გაეკეთებინათ, რომ წყალი ეზოში არ შემომსვლოდა, თუმცა უარი მითხრეს, მეტიც, მუშები იერიშით წამოვიდნენ ჩემსკენ“, – ამბობს გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები გულიკო აიწურაძე.

გურამიშვილის ქუჩის 45–ე , 46–ე და 47–ე ჩიხის მაცხოვრებლებს ასფალტის საფარი სანახევროდ დაუგეს. როგორც თვითონ ამბობენ, ხათრით, რადგან ჩიხებში ასფალტის დაგება პროექტით გათვალისწინებული არ არის.

„ამ ჩიხში ხუთი ოჯახი ვცხოვრობთ. აქ, მარტო არჩევნების დროს მოდიან, თორემ ისე არასდროს. გუშინ ნიაღვარი მოვარდა, ტალახი და წყალი ეზოში შემოგვივარდა, დღეს მერიაში მივედი, ვთხოვე დაგველაპარაკეთ–მეთქი, მაგრამ მითხრეს, თქვენი ჩიხი პროექტში არ არის, რა ასფალტიც დაიგო, ეგეც ხათრით გაგიკეთეთო. ამ ქვეყანაში ხათრით ვიცხოვროთ?“– გაოცებას ვერ მალავს გაგი პარუნაშვილი.

ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს დღეს „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური შეხვდა.

„ამ ასფალტზე რომ დაათოვს, მთლიანად დასკდება“, – ამბობს გოგოლაური და ამატებს, რომ მაშინ, როცა ფინანსების სიმწირის გამო ჩიხების პროექტში არმოხვედრაზე საუბრობენ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ იქ სადაც ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე ცხოვრობს, ასფალტის საფარი სახლამდე მიდის: „თუ შენ სახლამდე მიგყავს ასფალტი, მაშინ მეზობლებსაც გაუკეთე. თუ ჩიხებს არ უასფალტებენ, მაშინ თავის ჩიხში რატომ მოიასფალტა?“

გელვასი გელაძე ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს: „რომ დასრულდება, მერე ვილაპარაკოთ“.

ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტიახალციხის მერის წარმომადგენელი დავით სამსონიძე კი ირწმუნება, რომ პროექტით რა სამუშაოებიც არის გათვალისწინებული, ყველაფერი გაკეთდება: „მე ყოველდღე დავდივარ გურამიშვილის მოსახლეობასთან და ყველა კმაყოფილია. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, ქუჩის რაღაც ნაწილში არ მოხერხდა გაკეთება“.

შეგახსენებთ, გოგებაშვილის, თაყაიშვილის, მიქუტიშვილისა და გურამიშვილის ქუჩებზე ასფალტის საფარს აგებენ. სამუშაოებს შპს „არალი“ ასრულებს. პროექტები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 380 ათასი ლარით ფინანსდება.

სამუშაოები ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპი 2015 წელს დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2016 წლისთვისაა დაგეგმილი.

ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი
გელვასი გელაძის სახლამდე მისასვლელი გზა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
გზა ყველას, ორი ოჯახის გარდა – უკმაყოფილება ხმალაძის ქუჩაზე
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
გუბერნატორმა და მერმა ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა