FM97.5 / LIVE

მარტოხელა პენსიონერი: „პროდუქტს პლედში გამოვახვევ და სახლამდე თრევით მიმაქვს“

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.07.2017
ახალციხეში, ჯაყელის ქუჩაზე მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი ვალენტინე კაპანაძე ქალაქის მერიას მის სახლთან მისასვლელი გზის მონაკვეთის გაკეთებას სთხოვს.

მარტოხელა პენსიონერი: „პროდუქტს პლედში გამოვახვევ და სახლამდე თრევით მიმაქვს“
80 წლის ვალენტინე კაპანაძე 65 წელია ჯაყელის N55–ში ცხოვრობს. უბანი, რომელშიც მისი სახლი მდებარეობს ჭყონდიდელის ქუჩის გაგრძელებაა. შესაბამისად, მის სახლამდე მისასვლელი გზა ჭყონდიდელის ქუჩაზე გადის. ამ ქუჩის დასასრულიდან კაპანაძის სახლამდე სულ 60 მეტრია.

„ერთი თვეა ჭყონდიდელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ და ტექნიკა მუშაობს, მაგრამ გზის გაკეთებას ჩემ სახლამდე არ გეგმავენ, ერთ–ერთი მოსახლის სახლთან უკვე შეჩერდნენ, ხრეშიც იქამდე დაყარეს“, – ამბობს კაპანაძე.

გარდა ჭყონდიდელის ქუჩისა, ჯაყელის N55–მდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის, თუმცა ეს გზა იმდენად დანგრეული და ავარიულია, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულისთვის აქ გადაადგილება სახიფათოა.

„ამ ბილიკით ვერ ამოვდივარ, წვიმიან და თოვლიან ამინდში ხომ საერთოდ შეუძლებელია, ფორთხვით მოვდივარ–ხოლმე სახლამდე. ყველა გასვლა–გამოსვლაზე დასახმარებლად მეზობლებს ხომარ შევაწუხებ“, – ამბობს კაპანაძე.

უგზოობის გამო მის სახლამდე ვერც მანქანა მიდის.

„ბაზრიდან პროდუქტი თუ მომაქვს ტაქსით მოვდივარ ხოლმე, მაგრამ სახალმდე მანქანას ვერ მივყავარ. ჭყონდიდელის ქუჩაზე აჩერებს და იქ ჩამოვდივარ. ერთი პატარა პლედი მაქვს, ამ პროდუქტს იმაში ჩავყრი–ხოლმე და სახლამდე ასე თრევა–თრევით მომაქვს“, – გვიყვება კაპანაძე.

როგორც თავად აცხადებს, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არა ერთხელ მიმართა, ბოლოს კი განცხადება მერიში 3 ივლისს დაწერა. თუმცა, პასუხი გაკეთდება თუ არა მის სახლამდე მიმსასვლელი გზა, ამ დრომდე არ მიუღია: „ბევრჯერ მივაკითხე მერიაში და ბევრჯერაც დავურეკე. ჯერ მითხრეს გავაკეთებთო თუმცა შემდეგ ასე თქვეს ისეთი გზაა მანდ ტრაქტორი ვერ ამოვაო“.

ჭყონდიდელის ქუჩაზე ასფალტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მესხეთავტოგზა“ აგებს. მან მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 131 000 ლარით მოიგო. როგორც აღნიშნული კომპანიის დირექტორი თამაზ პეტრიაშვილი ამბობს, ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც პროექტით აქვს განსაზღვრული: „იმას რაც პროექტში წერია ვერ გადავუხვევთ. ყველაფერი მხოლოდ პროექტის მიხედვით უნდა შესრულდეს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერიაშიც იგივე განუცხადეს: „იმ მონკავეთის გაკეთება რასაც ეს ქალბატონი ითხოვს, ტენდერით გათვალისწინებული არაა“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
ხალხისთვის ხათრით და სანახევროდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისთვის კი სახლამდე დაგებული ასფალტი
გზა ყველას, ორი ოჯახის გარდა – უკმაყოფილება ხმალაძის ქუჩაზე
ახალციხის 4 ქუჩაზე ფანჩატურები მოეწყობა
ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა კეთდება
‘ნაგავს ტომრებით ავტოფარეხში ვინახავთ’– სამსონიძის ქუჩაზე ბუნკერების დადგმას ითხოვენ
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ