FM97.5 / LIVE

ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.11.2015
სამცხე–ჯავახეთის საჯარო სკოლების იმ მასწავლებლებმა, რომლებიც ჩართული არიან სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“, მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს.

ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს

ფორუმი, რომელშიც პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან 20 მასწავლებელი მონაწილეობდა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. ვინაიდან ფორუმში ქართული და სომხური საჯარო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ, დისკუსია ორ ენაზე წარიმართა.

ფორუმის მონაწილეებს, „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასცირებულმა პროფესორმა, ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის გამგემ პეტრე ბაბილუამ წარუდგინა. განიხილეს სქემის მიზანი, სქემის რეგულირების სფეროები, მასწვლებლის სქემაში გადანაწილება, ასევე მოქმედი მასწავლებლების მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსების მიღწევის გზები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კონკრეტული სიტუაციების განხილვა.

„პედაგოგებმა ინფორმაცია მიიღეს ახალი სქემის შესახებ, რამდენი კრედიტ ქულა უნდა დააგროვონ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად. პრაქტიკოსი მასწავლებლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად, შესანარჩუნებლად და წამყავნი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელფასო პოლიტიკის შესახებ“, – განმარტავს სამცხე-ჯავახეთის პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი ნინო ნადირაძე.

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის მრგვალი მაგიდა წელიწადში ერთხელ, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეწყობა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის სქემის გზამკვლევი ითარგმნა
ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
დღის კითხვა: რატომ აშინებთ პედაგოგებს შეფასების ახალი სქემა [Video]