FM97.5 / LIVE

შეწყვეტილი რეაბილიტაცია

მთავარისაზოგადოება 22.01.2013
თამარაშვილის #2-სა და #25-ში მდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, შენობებს დღეს ხარაჩოები მოხსნეს

შეწყვეტილი რეაბილიტაცია
თამარაშვილის ქუჩაზე ხუთ სართულიან საცხოვრებელ სახლს ხარაჩოები საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიადგეს. აქვე დაგეგმილი იყო რვასართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაც. თუმცა, აღნიშნულ კორპუსებს სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია.

”ხარაჩოები გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დავდგით, ახლა მიგვაქვს, რომ დავასაწყობოთ,რადგან ჩვენი კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს აღარ ასრულებს”, -გვითხრა კომპანია ”არქიტექსის” წარმომადგენელმა რომან გიქოშვილმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ კორპუსთან ერთად დაგეგმილი იყო რვასართულიანი შენობის რეაბილიტაციაც. კერძოდ: გარე ფასადების შეღებვა, სახურავის გამოცვლა და სადარბაზოების გარემონტება. ამ შენობებს გასულ წელს მხოლოდ სახურავები შეუცვალეს.

„არჩევნების წინ დაიწყეს და არჩევნების შემდეგ რატომღაც შეწყდა მუშაობა. ახლა იმიტომ ხსნიან ხარაჩოებს, რომ ეს იმ კომპანიის კერძო საკუთრებაა, რომელიც მაშინ აწარმოებდა სამუშოებს”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან 660 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, იმის გამო რომ სამუშაოები არ შესრულებულა, აღნიშნული თანხა არც დახარჯულა. სწორედ ამ თანხით აპირებს ახალი გამგებელი შეწყვეტილი რეაბილიტაციის დასრულებას.

„წელს უშუალოდ გამგეობის პრეროგატივაა გადაწყვიტოს ეს სამუშაოები აღდგეს თუ არა. რადგან ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ შენობების რეაბილიტაცია მოხდეს, ტენდერს თავიდან გამოვაცხადებთ და სარეაბილიტაცო სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია დაასრულებს“, - განმარტავს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

კონკრეტულად როდის დასრულდება თამარაშვილის ქუჩაზე ხუთ და რვასართულიანი შენობების რეაბილიტაცია, ხითარიშვილი ვერ აკონკრეტებს: „მზადდება შესაბამისი პროექტი, როგორც კი დასრულდება, კომისიას წარვუდგენთ განსახილველად, რის შემდეგაც ხელახალი ტენდერი გამოცხადდება“.

შეწყვეტილი რეაბილიტაცია

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”
თამარაშვილის ქუჩაზე ათი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
2012 წელს სტიქიით მიყენებულ ზარალს ხელახლა შეისწავლიან
ბორჯომის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება