FM97.5 / LIVE

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 12.03.2018
ახალციხეში საკუთარი სახლი გაქურდეს. ქურდებმა ბინიდან ოქრო, ფული და სხვა ნივთები წაიღეს. ოჯახი ამბობს, რომ 60 000 ლარამდე ზარალი მიადგათ. მომხდარზე დაკავებული ჯერ არავინაა.

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

ახალციხეში საკუთარი სახლი გაქურდეს. ქურდებმა ბინიდან ოქრო, ფული და სხვა ნივთები წაიღეს. მომხდარს შსს ქურდობის მუხლით იძიებს.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ შემთხვევა, 7 ან 8 მარტს ღამით მოხდა, რადგან ამ დღეებში სახლში არავინ იმყოფებოდა. ქურდებმა ბინაში სავარაუდოდ ფანჯრიდან შეაღწიეს. ღია, დაზიანებული ფანჯარა მეზობელმა ცხრა მარტს შენიშნა და ოჯახს დაუკავშირდა.

„7–ში, შუადღეს, თბილისში წავედი, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს და 8 მარტი უნდა აღგვენიშნა ერთად. მეზობელმა დამირეკა 9–ში საღამოს, თქვენი სახლის ფანჯარა ღიააო“, – გვიყვება ოჯახის დიასახლისი.

მისი თქმით, იმ ღამესვე ახლობლებს სთხოვა, რომ კარი გაეღოთ და ბინაში შესულიყვნენ: „მთელი სახლი ანგრეული დახვდათ. პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავები მაშინვე მივიდნენ, მიიყვანეს ძაღლი, აიღეს ანაბეჭდები და გამოძიება დაიწყეს“.
ოჯახი ბინაში 10 მარტს, დილით დაბრუნდა.

„შვიდი ოთახი გვაქვს და შვიდივე ანგრეული იყო, საწოლებიც კი გადმოეყარათ. საკმაოდ ძვირადღირებულ ბიჟუტერიასთან ერთად ოქროები მეწყო, ოქრო ამოურჩევიათ და წაუღიათ. ბიჟუტერია ძირს ეყარა, ფეხით უვლიათ ზემოდან, სულ დაჭეჭყილი იყო“, – გვიყვება დიასახლისი.
მისი თქმით, ოქროსთან ერთად ქურდებმა მისი მეუღლის ტელეფონიც წაიღეს: „აღარ დაგვხდა პლანშეტი, ასევე ჩემი გოგო ფულს აგროვდებდა, 50–დოლარიანი და 20– ლარიანი ჰქონდა შენახული და ისიც მიუგნიათ. პოლიციასთან ერთად რაც დავიანგარიშეთ, 60 ათასი ლარის ზარალი მოგვადგა. თუ დროულად არ ამოიღეს ჩემი მოპარული ნივთები და გაიყიდა, მერე ძიებას რაღა აზრი აქვს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

„საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, სახლი გაქურდეს
ახალციხეში ბინები გაქურდეს
ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში ბინა გაქურდეს