FM97.5 / LIVE

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოქრო მოიპარეს

მთავარისიახლე, სამართალი 15.08.2018
ახალციხეში, რუსთაველის N105–ში, მესამე სართულზე მდებარე ბინიდან მოპარული მხოლოდ ოქროა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ფული და სხვა ნივთები ადგილზე დახვდათ. აქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოქრო მოიპარეს

„დილით 08:00 საათზე გავედი სახლიდან. დღის პირველ ნახევარში სახლში არავინ იყო. შინ პირველი ჩემი ძმა დაბრუნდა, კარი ჩვეულებრივ იყო დაკეტილი, რომ გააღო და შევიდა სამ ოთახში ყველა კარადიდან ნივთები გადმოყრილი დახვდა. მხოლოდ ოქროა წაღებული, ფულს ალბათ ვერ მიაგნეს“, – ამბობს დაზარალებული.

მისივე თქმით, სახლში მძფრი სუნამოს სუნი დახვდათ: „ჩვენი ყველა სუნამო სხვა ოთახში იყო გამოტანილი. ალბათ იმიტომ გაუშვეს, რომ მერე პოლიციის მოყვანილ ძაღლს სუნი არ აეღო“.

სუნამოს მძაფრი სუნი სადარბაზოში მეზობლებმაც იგრძნეს: „კიბეზე ჩავდიოდი და სუნმა შემაწუხა. კინოლოგმაც თქვა, რომ ძაღლმა სუნის აღება ვერ შეძლოო. ალბათ ეს ქურდებმა განგებ გააკეთეს“.

სამართალდამცველები რუსთაველის N105–ში ამ დრომდე რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ბინა გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს
ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს