FM97.5 / LIVE

ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.08.2018
26 ივლისიდან პირველ აგვისტომდე ახალციხეში სამი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. სამივე შემთხვევაში ბინებიდან ფული და ოქრო წაიღეს.

ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს

რუსთაველის ქუჩაზე N101–ში მცხოვრები ელოიძეები ზღვიდან პირველ აგვისტოს დაბრუნდნენ: „სახლში რომ შემოვედი ყველაფერი გადმოყრილი იყო კარადებიდან. არ ვიცი როდის შემოვიდნენ“, – ამბობს დიასახლისი.

მისი თქმით, სახლიდან 700 ლარამდე თანხა, ასევე, ოქრო წაიღეს.

პირველ აგვისტოს, დღის პირველ ნახვერში გაქურდეს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ბარამიძეები. ამ პერიოდში შოთა ბარამიძე მეუღლესთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა: „ტანსაცმელს ვყიდით. დაახლოებით, 16:20 საათი იქნებოდა, როცა ჩემი მეუღლე სახლში მივიდა, მე მაღაზიაში დავრჩი, დამირეკა ყველაფერი გადმოყრილი დამხვდაო. რაც კი დანაზოგი და ოქრო გვქონდა სულ წაიღეს“.

26 ივლისს ბინა გაქურდეს თამარაშვილის ქუჩაზეც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქედანაც ფული და ოქრო წაიღეს.

ახალციხის რაიონული სამმართველო სამივე ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4–დან 7–წლამდე ითვალისწინებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში ბინა გაქურდეს
ახალციხეში ბინები გაქურდეს