FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 20.07.2016
რატომ შეუშვეს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის დაქვემდებარებაში მყოფი მანქანა „ახალციხის ციხის“ შიდა ტერიტორიაზე;

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]
დღეს, 20 ივლისს, 14:00 საათიდან დაახლოებით 17:00 საათამდე ახალციხის საკრებულოს ბალანსზე რიცხული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, „ახალციხის ციხის“ ციტადელზე იდგა. ავტომობილს საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე მართავდა.

ლომიძე ციტადელზე ეროვნული უმცირესობების ინფორმირებულობის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. მას თან მოადგილე თამარ გოგოლაძე და საკრებულოს სხვა წევრებიც ახლდა.

მარეგულირებელი, ასევე „ახალციხის ციხის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, ციხის შიდა ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლა დაუშვებელია: „მანქანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაადგილდეს თუ რაიმე მძიმე ტვირთი აქვს და მისი გადატანა ხელით შეუძლებლია“.

როგორც "ახალციხის ციხის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლილი გოზალიშვილი ამბობს, სამთავრობო მანქანებს შესვლა არც უთხოვიათ.

„თამარი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე („ს.კ“) მახლდა თან, ვთხოვეთ და შემოგვიშვეს“, – ასე გვიპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ შეკითხვაზე, თუ რატომ იდგა მისი მანქანა აკრძალულ ადგილზე.

მარეგულირებელი სამსახურის წარმომადგენელი სოსო ზაზაძე, რომელმაც სამთავრობო მანქანა აკრძალულ ადგილზე გაატარა, ამბობს, რომ მას ამის შესახებ ამ მანქანაში მსხდომება სთხოვეს: „თამარი ახლდათ თან, დასიცხულია და თუ შეიძლება გაგვატარეო. გადავრეკე–გადმოვრეკე, ნება დამრთეს და შევუშვი“.

შეკითხვაზე, ასეთ დროს სხვა სამთავრობო მანქანებს თუ უშვებენ ციხის შიდა ტერიტორიაზე, ზაზაძემ გვიპასუხა: „მაგას უფროსები წყვეტენ. თუ დაუშვებენ გავატარებთ“.

უფროსს რომელიც ასეთ საკითხებს წყვეტს, „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ შეხვდა, პეტრე ინასარიძე ციხის ტერიტორიაზე ვერ ვნახეთ.

მარეგულირებელი სამსახურის სხვა თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ ციხეზე არც სამთავრობო მანქანების გატარება შეიძლება.
სამთავრობო მანქანებს, რომ ციხეზე არ უშვებენ, ამის შესახენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც დაგვიდასტურეს: „ამ შემთხვევაში მართლა ქალბატონი თამარი ყოფილა შეუძლოდ და იმიტომ გაუტარებიათ“.

სიცხის გამო ფეხით სიარული რომ არ შეეძლო, სატელეფონო საუბარში „სამხრეთის კარიბჭესთან“ თამარ გოგოლაძემაც განაცხადა. თუმცა, მას რედაქციის შეკითხვა, თუ რატომ იდგა საკრებულოს მანქანა აკრძალულ ადგილზე გაუკვირდა.

„რატომაა დაუშვებელი მანდ მანქანით შესვლა მართლა არ ვიცი. ძალიან ბევრჯერ მინახავს მანდ გამგებლის მანქანაც და სხვების მანქანებიც, მაგრამ არასდროს არ მსმენია თქვენ შეკითხვა დაგესვათ ამაზე. მაინცადამაინც საკრებულოს მანქანაზე გართულება რატომ გაქვთ?!“ – გვითხრა გოგოლაძემ და დაამატა, რომ ციხის ტერიტორიაზე მანქანების შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით აცუილბელად დაინტერესდება.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე, სიყვარულის ხეივანში, საღამოს საათებში შესვლა აიკრძალა
"ახალციხის ციხის" დაუცველი კედლები
ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა
ახალციხის ციხეში საპირფარეშო ფასიანი ხდება
„ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
სექტემბრიდან  ახალციხის ციხეზე შესვლის განრიგი იცვლება
‘ახალციხის ციხეზე’ სამუშაო საათები  შეიცვლება