FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე, სიყვარულის ხეივანში, საღამოს საათებში შესვლა აიკრძალა

მთავარისაზოგადოება 27.06.2014
„ახალციხის ციხის“ ქვედა ტერიტორიაზე, სიყვარულის ხეივანში, 21:00 საათის შემდეგ შესვლა აიკრძალა. მიზეზად ციხის უფროსი უსაფრთხოებასა და ამორალურ საქციელში შემჩნეულ ახალგაზრდებს ასახელებს.

ახალციხის ციხეზე, სიყვარულის ხეივანში, საღამოს საათებში შესვლა აიკრძალა

ახალციხეში მცხოვრები ნინო ლომიძე 21:00 საათის შემდეგ „ახალციხის ციხის“ ქვედა ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

„დაქალთან ერთად ვიყავი, სიყვარულის ხეივანში გვინდოდა შესვლა, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, ცხრა საათის შემდეგ აქ აღარავის ვუშვებთ და ვერც თქვენ შეგიშვებთ, ეს უფროსმა გადაწყვიტაო“, - ამბობს ნინო ლომიძე.

მას ციხის დირექტორის გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ციხე და მითუმეტეს სიყვარულის ხეივანი, იმისთვის გაკეთდა, რომ აქ ადამიანებმა დასვენება და გასეირნება შეძლონ: „ასეთი შეზღუდვები არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს, რომ იქ დაცვაც არის და ვითარებას აკონტროლებს. გასაგებია, რომ ზედა ციხეზე, იქ სადაც მუზეუმის ნაწილია, შესვლა შეზღუდულია. მაგრამ, ასეთ ადგილზე, სამსახურის შემდეგ, საღამოს, შესვლა უნდა შეგვეძლოს. აბა რისთვის აშენდა ციხე ან რატომ გაკეთდა სიყვარულის ხეივანი?!“

ქვედა ციხის ტერიტორიაზე, იქ სადაც სიყვარულის ხეივანია, 21:00 საათის შემდეგ შესვლა რომ აიკრძალა, ამას „ახალციხის ციხის“ დირექტორი გუჯა ბიჭაშვილიც გვიდასტურებს. მისი თქმით, შეზღუდვის მიზეზი აქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა გახდა.

„იყო შემთხვევები, როცა ქონგურებზე ადიოდნენ, ლუდი აჰქონდათ და იქ სვამდნენ. იზრდება ალბათობა იმისა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იქიდან ვინმე გადმოვარდეს. ასევე, შევნიშნეთ ამორალური საქციელი. ეს კულტურული დანიშნულების ადგილია, ამიტომ ტრაგედიისა და მსგავსი ამორალური ქმდებების ადგილად არ უნდა იქცეს“, - აცხადებს ბიჭაშვილი და ამატებს, რომ გვიან ღამით აქ გარე განათებებიც დააზიანეს.

კითხვაზე, საღამოს საათებში, მაშინ როცა ციხის ტერიტორიაზე ნაკლები ტურისტია, რატომ არ შეიძლება აკონტროლოს ეს ადგილი დაცვამ და ამის გამო სიყვარულის ხეივანში შესვლა არ აიკრძალოს, გვპასუხობს: „მარეგულირებელი სამსახურის თანაშრომლები 22:00 საათამდე მუშაობენ, მათ ღამით ვერ დავტოვებ, მაშინ გამოდის, რომ ისინი უსაფრთხოების სამსახურში უნდა გადავიყვანო. დაცვის პოლიცია კი, რომელიც ზედა ციხეზე, სამუზეუმო ნაწილს იცავს, ქვედა ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს“.

ასევე კითხვაზე, მათ მუშაობაში ხომ სათვალთვალო კამერები ეხმარებათ, რომელთა საშაულებითაც კონტროლი ვრცელ ტერიტორიაზე მარტივდება, გვპასუხობს: „მართლია, აქ კამერები დამონტაჟებულია, მაგრამ ნათქვამია, „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. აქ რომ ვინმე გადმოვარდეს, მერე აქეთ მისაყვედურებენ, აქამდე უსაფრთხოების ზომები რატომ არ გაატარეთო“.
ბიჭაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე. ციხე მისი გამგებლობის დროს აშენდა.

„ციხე იმისთვის აშენდა, რომ იქ შესვლა თავისუფალი ყოფილიყო, მითუმეტეს სიყვარულის ხეივანი. გამართლებული არ არის ბიჭაშვილის გადაწყვტილება, მითუმეტეს ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როცა იქ ყოფნა უფრო სასიამოვნოა“, - ამბობს დემეტრაძე.

მისივე თქმით, ზაფხულში, ვიდრე ნარგავები გაიზრდება, დღის საათებში სიყვარულის ხეივანში დასვენებისა და გასეირნების მსურველი ნაკლებია, ამიტომ აქ შესვლა სასურველი საღამოს საათებშია: „შესაძლებელია მარეგულირებელ სამსახურში ერთი ცვლა დაამატონ. ორი კაცი ამ ტერიტორიის გაკონტროლებას თავისუფლად გაწვდება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ახალციხის ციხე 28–29 აპრილს არ იმუშავებს
სექტემბრიდან  ახალციხის ციხეზე შესვლის განრიგი იცვლება
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
"ახალციხის ციხეზე" შესვლა უფასო იქნება
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა