FM97.5 / LIVE

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულმა მწვრთნელმა სასამართლო მოიგო

მთავარისამართალი 19.01.2013
ასპინძის სარაგბო გუნდის მწვრთნელი, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თემურ ტივაძე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურს დაუბრუნდა.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულმა მწვრთნელმა სასამართლო მოიგო
ფოტო: ”ს.კ.”, 11.07.2012 წ.

ტივაძე საქმიანობას 8 იანვრიდან შეუდგა. ამბობს, რომ ასპინძის სარაგბო გუნდს იმ სახელს დაუბრუნებს, რაც მისი მუშაობის დროს ჰქონდა.

„რადგან ჭაბუკთა გუნდის თითქმის ყველა წევრი თბილისში გადავიდა და იქ ვარჯიშობს, ჩვენ ახალ თაობას მოვამზადებთ, რომლებიც საფესტივალო შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას“,- განმარტავს თემურ ტივაძე.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის სარაგბო გუნდის „ლომების“ მწვრთნელი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც „ქართულ ოცნებასთან” ასოცირდა. ტივაძის განცხადებით, ის სამსახურიდან ასპინძის სპორტული ცენტრის დირექტორმა ლევან მაზმიშვილმა, 2012 წლის თებერვალში გაათავისუფლა.

„მიზეზი ის იყო, რომ მხარი დავუჭირე ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემას და ეს ხელმოწერითაც დავადასტურე“, - განმარტავს თემურ ტივაძე.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ტივაძე ასპინძის სარაგბო ბაზაზე ზედამხედველის ფუნქციას ასრულებდა.

სასამართლო 4 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. მოსამართლის გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მწვრთნელს 8 იანვრიდან საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა.

დაბა ასპინძის სარაგბო გუნდი ”ლომები” ტივაძემ 1999 წელს ჩამოაყალიბა და 2012 წლის თებერვლამდე სათავეშიც თავად ედგა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა კავშირშია ასპინძის რაგბის გუნდი “ქართულ ოცნებასთან”
ასპინძაში სარაგბო ბაზა აშენდა
ასპინძის ყოფილი მერი რუსულ სარაგბო კლუბს გაწვრთნის
გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა
‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
გუნდი 'ტაო' თბილისის 'ყოჩებთან' დამარცხდა