FM97.5 / LIVE

ასპინძაში სარაგბო ბაზა აშენდა

მთავარიეკონომიკა 21.12.2012
ასპინძაში სარაგბო ბაზის მშენებლობა დასრულდა. სპორტული კომპლექსი, რომელიც 4 მილიონ ლარამდე დაჯდა, ფუნქციონირებას 2013 წლის, მაისის თვიდან დაიწყებს

ასპინძაში სარაგბო ბაზა აშენდა
სარაგბო ბაზა, ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და 100 მომსვლელზეა გათვალისწინებული. ბაზა რაგბის მხარდამჭერთა ლიგის საკუთრებაა. მშებენლებმა ობიექტი ხელმძღვანელობას გასულ კვირას, ხარვეზების გარეშე ჩააბარეს. ოფიციალური გახსნა კი 27 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ბაზის ტერიტორიაზე აშენდა ერთი სტანდარტული და ორი სავარჯიშო მოედანი. ასევე ორი სატუმრო, რომელიც საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის და 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

რაგბის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელების განმარტებით, სასტუმროს ორსართულიან შენობაში ნაკრების წევრები იცხოვრებენ, ერთსართულიანში კი საფესტივალო ნაკრები.

შენობა 60 ბავშვზეა გათვალისწინებული. ოთახებში ორსაწოლიანი საწოლები დგას. ამავე შენობაშია განთავსებილი ორი საშხაპე, ორი გასახდელი, ორი საპირფარეშო, ტრენაჟორების დარბაზი, სამეცადინო ოთახი, მსაჯების ოთახი, კომისრის ოთახი, სამედიცინო, დამლაგებლის და სამრეცხაო ოთახები.

ბაზაზე მთელი სეზონის განმავლობაში იქნებიან გუნდები და ივარჯიშებენ. განრიგი ერთი წლით ადრე დაიწერება, ვარჯიშების გარდა, პერიოდულად მოეწყობა ფესტივალები ბავშვთა გუნდებს შორის.

შენობა უმაღლესი დონის ტექნიკითაა აღჭურვილი, გაკეთებულია გათბობა, ვენტილაცია. ბაზა ჭაბურღილის მეშვეობით მარაგდება, დამონტაჟებულია ”ბიოტალი”, რის მეშევეობითაც ბაზიდან სუფთა წყალი გაედინება.

სარაგბო ბაზაზე სავარაუდოდ 15 ადამიანი დასაქმდება. ხოლო სეზონზე, როდესაც ნაკადის შემოსვლა დაიწყება, თანამშრომლებს ხელშეკრულებით აიყვანენ.

სარაგბო ბაზა ოთხი ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის მთავარი არქიტექტორი ბიძინა ბერიშვილი ამბობს, რომ ტერიტორია საკმარისი არ არის და ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი ტერიტორიის გადმოცემისთვის განცხადებით მიმართეს.

”ბაზის გვერდით არასასოფლო დანიშნულების მიწაა და გაფართოების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვთ გადმოვცეს. გვინდა გაკეთდეს საუკეთესო სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული კერა სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის ”, - ამბობს ბერიშვილი და იმედოვნებს, რომ ასპინძის გუნდის ”ლომების” ყოფილი მწვრთნელი თავის საქმიანობას კვლავ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის რაგბის ”ლომების” მწვრთნელი თემურ ტივაძე სამსახურიდან ”ქართული ოცნებასთან” კავშირის გამო წინასაარჩევნოდ გაათავისუფლეს. მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ გუნდი მალევე დაიშალა.

მწვრთნელის თანამდებობაზე აღღდგენის მოთხოვნით ტივაძემ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. საქმის განხილვა 27 დეკემბერსაა ჩანიშნული.

”სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე ვიბრძოლებ”, - ამბობს ყოფილი მწვრთნელი.

სარაგბო ბაზას ამ დროისათვის ოფიციალურად ხელმძღვანელი არ ჰყავს. რაგბის მხარდამჭერთა ლიგის წარმომადგენლები განმატრავენ, რომ სარაგბო ბაზის ხელმძღვანელს გამგეობის წევრები შეარჩევენ.

ამ ეტაპისთვის ბაზის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. როგორც ინჟინერ-მშენებელი ავთანდილ ტოგონიძე განმარტავს, დარჩენილია ისეთი სამუშაოები, რომელიც ყინვების დროს ვერ შესრულდება.

”ის რაც ყინვებს ვერ გაუძლებს, გაზაფხულისთვის გადაიდო. ბაზის ტერიტორიაზე დასაგებია ასფალტის მეორე პირი. დასამთავრებელია არხი, რომელიც რკინა-ბეტონით უნდა გაკეთდეს”, - განმატრავს ტოგონიძე.

არ დასრულებულა ბაზის ტერიტორიის შემოღობვაც. იმის გამო, რომ ჯერ არ არის დადგენილი ტერიტორიის ზუსტი ფართობი.

სარაგბო ბაზის მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ თანხად შეიძინა. ხელშეკრულების საფუძველზე დასრულებული ობიექტი აღნიშნულ სამინისტროს 2013 წლის გაზაფხულზე უნდა ჩააბაროს. მშენებლობა ოთხ მილიონ ლარამდე დაჯდა. გაზაფხულისთვის იგეგმება ბაზაზე ინვენტარის შეტანაც. მშენებლობა ”ქართუ ბანიკმა” დააფინანსა.

ასპინძის გარდა სარაგბო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმში, სენაკში,თელავში, გორსა და ხაშურში.



[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულმა მწვრთნელმა სასამართლო მოიგო
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
ასპინძამ რაგბის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]
რა კავშირშია ასპინძის რაგბის გუნდი “ქართულ ოცნებასთან”