FM97.5 / LIVE

ასპინძის ყოფილი მერი რუსულ სარაგბო კლუბს გაწვრთნის

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.10.2020
ასპინძის ყოფილი მერი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, ლევან ცაბაძე სამწვრთნელო კარიერას რუსულ სარაგბო კლუბ „სლავაში“ გააგრძელებს.

ასპინძის ყოფილი მერი რუსულ სარაგბო კლუბს გაწვრთნის

ამის შესახებ რუსული სპორტული ჟურნალი rugger.info იუწყება.

„სლავა პროფესიონალური კლუბია და ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა აქ მუშაობა. გუნდის პირველი ქართველი მწვრთნელი არ ვარ. ჩემამდე აქ გია ამირხანაშვილი მუშაობდა. გადავწყვიტე, რომ ბედი მეც მეცადა. რუსეთის ჩემპიონატის დონე ძალიან გაიზარდა, რაც დამატებითი სტიმული იყო აქ მუშაობის დასაწყებად. სლავას შარშანდელი სეზონის მატჩებიც ვნახე. კარგი და მებრძოლი გუნდია. ისინი კლუბის ისტორიას პატივს სცემენ. ვფიქრობ, რომ კრასნოიარსკის გუნდებს წინააღმდეგობას გავუწევთ. რუსეთის ჩემპიონატში ლოკომოტივიც გამოჩნდა, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. სლავა მომავალ სეზონში ბევრისთვის დიდი სიურპრიზი იქნება“ – ციტირებს გამოცემა ლევან ცაბაძის კომენტარს.

როგორც ჟურნალი წერს, ის უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და მორაგბეებსაც გაეცნო.

ლევან ცაბაძე სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ, სარაგბო კლუბ „არმიაში“ მუშაობდა. 2012-2017 წლებში კი ასპინძის მერი იყო.

წყარო: https://rugger.info/news/36454

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ტაო’ ოთხ აპრილს რუსეთის გუნდ ‘სლავას’ შეხვდება
‘ტაო’ რუსეთის ‘სლავასთან’ დამარცხდა
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულმა მწვრთნელმა სასამართლო მოიგო
‘ტაო’ ქუთაისის ‘არესსთან’ დამარცხდა
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
‘ფეხბურთელების 90% დავითხოვეთ’ - რა ბედი ეწევა კლუბ ‘ბორჯომს’
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს