FM97.5 / LIVE

სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით თურქეთში 1563 სამხედროა დაკავებული

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 16.07.2016
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში გადატრიალებაში ბრალდებული ადამიანების დაკავება დაიწყო. როგორც სახელისუფლებო ძალები იუწყებიან, ამ დროისათვის 1563 მეამბოხეა დაკავებული.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით თურქეთში 1563 სამხედროა დაკავებული
ფოტო: EPA

AFP წერს, რომ აჯანყების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია, დაშავებულია 1154 ადამიანი.

ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, თუმცა უპირატესობას ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები ფლობენ.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ მთავრობა მოქმედი იყო და არ დაუშვებდა ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე შეექმნოდა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ. სად იყო თავად პრეზიდენტი, დიდი ხნის განმავლობაში ამაზე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

თუქეთში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდნეტმა თურქ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან განაცხადა, რომ საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს პრეიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით დილამდე თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეიზღუდა, საჰაერო საზღვარი კი დაიკეტა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და თავი შეკავებინათ ქუჩაში გადაადგილებებისგან. საქართველოს საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი „ტვიტერზე“ წერდა, რომ მუდმივი კონტაქტი აქვს ბრიუსელთან და ანკარაში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. იგი თავშეკავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მოწოდებით გამოვიდა.

აშშ–ს მთავრობამ მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს რეჯებ თაეფ ერდოღანს.

ღამით, დაახლოებით 02:00 საათიდან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გადატრიალების მცდელობა აღმოფხვრილია.

გვიან ღამით, სტამბულში პრეზიდენტი ჩაფრნდა. 'ყველანაირი სამხედრო შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა განწირულია კრახისთვის' – განაცხადა სტაუმბულში ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტიმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც სტამბულში პრესკონფერენცია გამართა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერდოღანის პირველი განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ
'რუსთავი 2': თურქეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
ევროკავშირი თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტი: ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება
საგარეო უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს