FM97.5 / LIVE

პრემიერი: ხვალ დილამდე თურქეთთან საზღვარი ჩაიკეტება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 16.07.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილი. ამის შესახებ პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერი: ხვალ დილამდე თურქეთთან საზღვარი ჩაიკეტება

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს: "უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ შეექმნას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას".

მისივე განმარტებით, სხომაზე უშიშროების საბჭოს წევრებმა ისაუბრეს საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და გააანალიზეს სუს-ისა და შსს-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია: "დილამდე დავაკვირდებით მოვლენებს, ამ დროისთვის კი, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით, საჰაერო საზღვარი კი ამ დროისთვის ჩაკეტილია - ფრენები არ ხორციელდება“.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყოა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგარეო უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
'რუსთავი 2': თურქეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
თურქული დაზვერვა: გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია
ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტი: ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება
თურქეთში მიმდინარე მოვლენებს გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება
ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ