FM97.5 / LIVE

ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2016
თბილისში, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საგანგებო სხდომა ქვეყნის პირველმა პირმა თურქეში მიმდინარე მოვლენების გამო მოიწვია.

ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

სხდომას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე შს მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, გენერალური შტაბის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებიან.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. სტამბულსა და ანკარაში მძიმე სამხედრო ტექნიკაა შეყვანილი. თურქეთის გენერალური შტაბი ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ იუწყება. მათივე განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება დაპატიმრებულია. თურქმა სამხდრებმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა კვლავ მოქმედია და არ დაუშვებს, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე შეექმნას. მან მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან.

ევროკავშირი თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი „ტვიტერზე“ წერს, რომ მუდმივი კონტაქტი აქვს ბრიუსელთან და ანკარაში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, აშშ–ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ ყველა თურქულმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე თავშეკვების მოწოდებით გამოვიდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირი თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
'რუსთავი 2': თურქეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა
საგარეო უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
თურქეთში მიმდინარე მოვლენებს გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება
ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თურქეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ