FM97.5 / LIVE

ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 11.08.2020
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებული ა.გ. პატიმრობაში დატოვა.

marika-chitashvili

პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 აგვისტოს დისტანციურად გაიმართა.

პროკურორმა, მამუკა ქომოშვილმა ა.გ–ს პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, მისი თქმით, თავისუფლებაზე მყოფმა ბრალდებულმა შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს, ან მიიმალოს.

"ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, ვინაიდან არსებობს ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების ხელისშეშლის მიზნით, ასევე მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის მიზნით, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი".

პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე, დაეთანხმნენ დაკავებული ა.გ და მისი ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლების გამო კი არა, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უნდა დარჩეს პატიმრობაში: "ბრალდებულის უსაფრთხოების მიზნით, ამ ეტაპზე, ვეთანხმებით პატიმრობის გამოყენებას აღკვეთის ღონისძიების სახით".

საბოლოოდ, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 27 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ა.გ. პატიმრობაში დატოვა.

სხდომაზე დისტანციურად ჩაერთვნენ პროკურორი მამუკა ქომოშვილი, ბრალდებული და მისი ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი.

ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, სადაც 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა.

1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

გულიკამში მცხოვრები ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ მისმა მეგობებმა, ახალქალაქში მკლელობაში ბრალდებულის და მისი ახლობლების სახლები და მანქანები დაწვეს.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.
ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მორიგი სასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა
პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა [ვიდეო]
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა