FM97.5 / LIVE

ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

მთავარისამართალი 01.02.2016
ადიგენში, სოფელ ფხეროში გოგონას დაყაჩაღებაში ბრალდებულ ვიქტორ ლ.–ს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში მომხდარ ფაქტზე ძიება ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულ ვიქტორ ლ.–ს ბრალი ჯერ მხოლოდ ყაჩაღობაში ედება.

„გოგონა აცხადებს, რომ ვიქტორი მის გაუპატიურებას ცდილობდა. ამ მიმართულებით ჩასატარებელია ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, შესაძლოა ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ითხოვა. მისი განცხადებით, ვიქტორი ოთხჯერ ქურდობისა და ძარცვისთვისაა ნასამართლევი. იგი ბოლოს 2010 წელს დააკავეს და 2015 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

„დაკავებისას გაქცევა სცადა და არ დაემორჩილა სამართალდამცავებს. მისი თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა მიიმალოს“, – განაცხადა ქომოშვილმა.

დაცვის მხარე პატიმრობის შუამდგომლობას დაეთანხმა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად ვიქტორი ლ–ს პატიმრობა დარბაზიდან გაუსვლელად შეუფარდა.

შეგახსენებთ, 29 იანვარს, საღამოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში ახალგაზრდა ქალი დააყაჩაღეს და მისი გაუპატიურება სცადეს. ბრალდებული ვალეში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, სხვილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 35 წლის მამაკაცია
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა