FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2016
თამარაშვილის N6–ში მცხოვრებმა მოსახლეობამ ახალციხის მერიას განცხადებით მიმართა. ადგილობრივები უკანონოდ მიერთებული საკანალიზაციო სისტემის დემონტაჟს ითხოვენ. განცხადებას ხელს 29 მოსახლე აწერს.

თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ

მიუხედავად ადგილობრივების წინააღმდეგობისა, შპს „იაფის“ წარმომადგენლებმა საკანალიზაციო სისტემა თამარაშვილის N6–ში მდებარე საკანალიზაციო ჭაზე მაინც დააერთეს. ადგილობრივებმა დახმარების თხოვნით ახალციხის მერიას მიმართეს.

„კომისიას ველოდებით, ჩვენ ინჟინრები არ ვართ. წერილში დეტალურად აღვწერეთ ჩვენი ბინის სავალალო მდგომარეობა, რომ ძველი საკანალიზაციო სისტემის გამო ფეკალური მასა სარდაფში იღვრება და ახალ დატვირთვასვეღარ გაუძლებს. ასევე მერიას ბინის მდგრადობის შემოწმებას ვთხოვთ“, – განაცხადა N6–ბინაში მცხოვრებმა ნანა მურმანიშვილმა.

მისი თქმით, ზაფხულში მდგომარეობა უფრო რთულდება: „მწერები და ჭიები ამოდიან სარდაფიდან, ბავშვები რომ დაკბინონ, რა გვეშველება. გარდა ამისა, საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. როგორც გავიგეთ, ზუბაშვილი მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, რასაც ეს სისტემა ვერ გაუძლებს“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ვითარების გასარკვევად ახალციხის მერიას დაუკავშირდა, თუმცა ვიცე მერმა ზაზა თამარაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

აღნიშნულ საკითხზე მედიასთან მერის წარმომადგენელმა დავით სამსონიძემ ისაუბრა.

„განცხადებით როდესაც მოგვმართა ამ პიროვნებამ, გარკვევით წერია, რომ დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ნებართვას ითხოვდა. აბა არ შეეცვალა და ედინა კანალიზაციას?! მერიამ გასცა ნებართვა გადაეთხარათ ასფალტი, დანარჩენი კანალიზაცია რა მდგომარეობაშია, როგორ მუშაობს, ეს უკვე გაარკვიეთ წყალმომარაგებაში. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვენ წერილობით გავცემთ პასუხს “, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა დავით სამსონიძემ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ , რომ აღნიშნულ საკითხთან მათ კომპანიას კავშირი არ აქვს.
„ჩვენ არანაირ სამუშაოებს არ ვახორციელებთ აღნიშნული ქსელი არ არის ჩვენს ბალანსზე“, – აცხადებს „წყალმომარაგების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა მათ საკანალიზაციო სისტემაზე შპს „იაფის“ მაღაზიების კანალიზაციის დაერთება გააპროტესტეს, მიუხედავად პროტესტისა კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები მაინც შეასრულეს.

შპს“იაფის“ ხელმძღვანელმა ჯუმბერ ზუბაშვილმა ადგილობრივებს ახალციხის მერიის მიერ მიღებული ნებართვა აჩვენა. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ზუბაშვილი ცრუობს და აქ მანამდე ძველი საკანალიზაციო სისტემა არ არსებობდა.

[თინათნ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე
კორპუსის სარდაფი ფეკალიებით ივსება, შეკეთებაზე პასუხისმგებლობას კი ყველა იცილებს
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა კეთდება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს