FM97.5 / LIVE

ახალციხის მეექვსე სკოლას პრაღის გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობენ

მთავარისიახლე, განათლება 06.07.2016
ორი დღის განმავლობაში, ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ 11 მოსწავლესს, ახალციხის მეექვსე სკოლის უფროსკლასელები უმასპინძლებენ. სკოლებს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალციხის მეექვსე სკოლას პრაღის გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობენ

პრაღის კარლ სლატოვსკის სახელობის გიმნაზიის სტუდენტები ახალციხეში დღეს, 6 ივლისს ჩამოვიდნენ.

„გასულ წელს რაჭაში ვიყავი მეგობრებთან ერთად, საქართველო ძალიან მომეწონა და შემიყვარდა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა მოსწავლეებთან ერთად, მათთვის ეს სილამაზე რომ მეჩვენებინა. ამიტომ დავწერეთ პროექტი და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებით აქ“, – ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი რადოსლავ კრადკორადიტი.

ჩეხი სტუმრებისთვის ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში კონცერტი ჩატარდა. მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებმა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

„გავიგეთ, რომ სლატკოევის სახელობის გიმნაზიას სურდა დამეგობრება საქართველოს სკოლებთან. გავაგზავნეთ ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ და მოხდა ისე, რომ აგვირჩიეს, რადგან პატარა და წარმატებული სკოლაა. სურვილი აქვთ გაიცნონ საქართველოს ისტორია და კულტურა“, – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელი მაკა აფრიამაშვილი.

მისი თქმით, სტუმრები ორი დღის განმავლობაში ახალციხეში იქნებიან და მეექვსე სკოლის მოსწავლეების ოჯახებში იცხოვრებენ, შემდეგ კი აჭარას მოინახულებენ.

მეექვსე სკოლამდე ჩეხი სტუმრები ახალციხის მერიაში იმყოფებოდნენ და მერს გიორგი კოპაძეს შეხვდნენ.

ახალციხის მეექვსე სკოლას პრაღის გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდმა 'ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის' ტიტული მოიპოვა
ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში
საფეხური: მეექვსე სკოლის მედლების საქმე [Audio]
განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა
ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე ხუთი მასწავლებელი დაკითხეს
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა