FM97.5 / LIVE

მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.11.2014
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები ელექტროღუმელით კიდევ რამდენიმე დღე გათბებიან, სკოლაში გაზი ამ დრომდე არ შეუყვანიათ.

მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ელექტროღუმელებით თბებიან. პედაგოგები გაკვეთილებს თითქმის ცარიელ კლასებში ატარებენ, რადგან მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში არ დადის.

სკოლის დირექტორის დროებით მოვალოების შემსრულებელი ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ სკოლაში ბუნებრივ აირს კვირის ბოლოს შეიყვანენ.

„სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინაროებს, მასწავლებლები გაკვეთილებს ჩვეულებრივად ატარებენ, თუმცა ბავშვების დიდი ნაწილი სკოლაში აღარ დადის. ჩვენ უკვე აღარაფერი ვიცით, ახალციხის რესურსცენტრი აგვარებს ამ პრობლემას და მათივე ინფორმაციით გაზს კვირის ბოლოს შემოგვიყვანენ“, – ამბობს ეკა დალალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობა სამი წლის წინ დამონტაჟდა. სისტემა შეშაზე მუშაობდა, მიმდინარე წელს კი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ცენტრალური გათბობა გაზზე გადაიყვანა და შენობაში გაზის შესაყვანად ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, ტენდერი ჩავარდა.

სააგენტოს გაზის კომპანიასთან ხელშეკრულება 24 ნოემბერს უნდა გაეფორმებინა, რის შემდეგაც 25 ნოემბერს სკოლას გაზი უკვე უნდა ჰქონოდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობა ჩაირთო
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
მეექვსე სკოლაში სასაწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ
სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან