FM97.5 / LIVE

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე ხუთი მასწავლებელი დაკითხეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 27.03.2018
ახალციხის მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლები, რომლებმაც მედლების გამო იჩივლეს და სკოლის ადმინისტრაცია ვერ მორიგდნენ. დავა ისევ სასამართლოში გრძელდება.

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე ხუთი მასწავლებელი დაკითხეს

დღეს, 27 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მედლების საქმეზე ათი მასწავლებელი უნდა დაეკითხათ. თუმცა, როგორც პროცესზე განმარტეს , მათი ნაწილი ქალაქში არ იყო, სასამართლოს წინაშე ხუთი მასწავლებელი წარსდგა. მათ შორის იმ მოსწალეების კლასის დამრიგებლები, რომლებმაც მედლები ვერ მიიღეს.

მასწავლებლებთან მხარეებს კითხვები ძირითადად ჟურნალის შევსებისას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით ჰქონდათ. პედაგოგებმა უზუსტობები აღიარეს და განაცხადეს, რომ ორივე მოსარჩელე მოსწავლე მედალს იმსახურებდა.

მედლების საქმეში უკვე წარდგენილია წერილობითი მტკიცებულებებიც. შემდეგ სხდომაზე დარჩენილი ხუთ მასწავლებელს დაკითხავენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 11 აპრილს, 15:00 საათზე დაინიშნა.

საქმე ეხება მეექვსე საჯარო სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილ მოსწავლეებს. საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლიდან ხუთმა მედალი ვერ მიიღო. ამათგან ორი კურსდამთავრებულის მშობელმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ორი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. ერთი არის 14 ნოემბრის, რომლითაც პირველად ეთქვათ უარი ამ მოსწავლეებს ოქროს მედლების კანდიდატებად წარდგენაზე და დეკემბრის, როდესაც განმეორებით მოითხოვა მხარემ მათი წარდგენა, რადგან მოსწავლეების ბრალეულობა არ იკვეთებოდა.

მოსარჩელე მხარე ახალი აქტის გამოცემას ითხოვს, რითაც ამ მოსწავლეებს ხელახლა წარადგენენ ოქროს მედლის კანდიდატებად.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ
მედლების საქმეზე მეექვსე სკოლის მასწავლებლები დირექტორს უპირისპირდებიან
სასამართლომ მედლების საქმეზე მშობლების სარჩელი დააკმაყოფილა
მედლების საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მედლების საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს