FM97.5 / LIVE

ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდმა 'ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის' ტიტული მოიპოვა

მთავარისიახლე, განათლება 08.09.2020
ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდმა „რეალითი“, მედიის განვითარების ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და "2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის" ტიტული მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი რაბათის ციხეზე „ფორტ ბოიარდის“ მსგავს თამაშებს გამართავს.

ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდმა 'ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის' ტიტული მოიპოვა

მეექვსე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, თამარ ჩაფიჩაძის განცხადებით, პროექტს სკოლის დაწყების შემდეგ განახორციელებენ.

„27 სკოლის გუნდს შორის გავედით პირველ ადგილზე, ჩვენი პროექტი შეეხება ყალბი ამბების ამოცნობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამისთვის ვგეგმავთ ჩავატაროთ ფორტ ბოიარდის მსგავსი თამაში, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ცნობიერების ამაღლებაში მედიაწიგნიერების კუთხით“ – გვითხრა თამარ ჩაფიჩაძემ.

ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდი "რეალითის“ წევრები არიან ამავე სკოლის მასწავლებელი თამარ ჩაფიჩაძე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები სალომე ტაბატაძე, საბა გელაშვილი, გიორგი გეწაძე, მათე ნებაძე.

„კონკურსის შესახებ მასწავლებელმა შეგვატყობინა, დაახლოებით ორი კვირა დაგვჭირდა იმისთვის, რომ იდეა მოგვეფიქრებინა და აპლიკაცია შეგვევსო. ჟიურთან წარვადგინეთ ჩვენი პროექტი, მოეწონათ და დღეს დაგვაჯილდოვეს“, – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სალი ტაბატაძე.

ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად, მედიის განვითარების ფონდი კონკურსს ნიდერალნდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით ატარებს.

ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდმა 'ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის' ტიტული მოიპოვა

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავანგარდი: მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები ახალციხიდან [აუდიო]
განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა
ახალციხის მეექვსე სკოლას პრაღის გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობენ
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
საფეხური: მეექვსე სკოლის მედლების საქმე [Audio]
სემინარი ნატოს შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის