FM97.5 / LIVE

უნარების გამოცდა დასრულდა – 1208–დან გამოცდაზე 39 არ გამოცხადდა

მთავარისიახლე, განათლება 05.07.2016
2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების სესიები დასრულდა. გამოცდა ორი დღის განმავლობაში, 2 სესიად მიმდინარეობდა. ჯამში, ახალციხის საგამოცდო ცენტრში 1208 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 39 მათგანი არ მივიდა.

უნარების გამოცდა დასრულდა – 1208–დან გამოცდაზე 39 არ გამოცხადდა

ზოგადი უნარების გამოცდა 4–5 ივლისს მიმდინარეობდა. გუშინ, 4 ივლისს, გამოცდაზე დარეგისტრირებული 609 აბიტურიენტიდან, 29 არ გამოცხადდა. დღეს კი ორივე სესიაზე 599 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და 10 მათგანი არ გამოცხადდა.

ზოგადი უნარების გამოცდა 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტები რთული იყო.

„განსაკუთრებით მათემატიკური ნაწილი გამიჭირდა, მაგრამ იმედი მაქვს, გამსვლელ ქულებს ავიღებ“, – გვეუბნება გამოცდიდან გამოსული ერთ–ერთი აბიტურიენტი.

როგორც ახალციხის საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, ორივე დღის განამვლობააში გამოცდამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ამ გამოცდით ზოგადი უნარების გამოცდა დასრულდა. ხვალიდან, 6 ივლისიდან გამოცდები უცხო ენებში დაიწყება.

შეგახსენებთ, ახალციხეში სგამოცდო პროცესი მეხუთე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულია სასწრაფო–სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის სამსახურები. გამოცდის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება დღის განმავლობაში შეზღუდულია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ზოგადი უნარების გამოცდაზე 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე ჯამში 37 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე  34  აბიტურიენტი არ გამოცხადდა