FM97.5 / LIVE

აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.07.2015
ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარების გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ

დღეს, 6 ივლისს აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობენ, რომ მთლიანობაში გამოცდა რთული არ იყო, თუმცა, რამდენიმე დავალების შესრულება გაუჭირდათ.

„მათემატიკური ნაწილის ამოხსნა გამიადვილდა“, – ამბობს ლაშა ნათენაძე.

„არ შემქმნია არანაირი პრობლემა, დროც მეყო. ყველაფერი წესების დაცვით ჩატარდა და ველოდები ნორმალურ შეფასებას“ , – გვითხრა აბიტურიენტმა ანაჰიტ არუთუნიანმა.

დღეს, 6 ივლისს, აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებდნენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 269 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 20 არ გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 315–დან 7.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, გელა ინასარიძის განმარტებით გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საგამოცდო პროცესიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა.

[თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ
ზოგადი უნარების გამოცდაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე ჯამში 37 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
3 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
უნარების გამოცდა დასრულდა – 1208–დან გამოცდაზე 39 არ გამოცხადდა