FM97.5 / LIVE

საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
ასპინძის ორი სოფლის სარწყავი სისტემის მშენებლობა, რისთვისაც უკვე მილიონზე მეტი დაიხარჯა, ისევ დაუსრულებულია. სოფელ საროს მცხოვრებლები რწყვის სეზონს თითქმის 30 წელია უწყლოდ ხვდებიან.

საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება

სარწყავი წყლის მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და წესით, 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე შენდება.

როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები და შეძლებენ თუ არა ადგილობრივები ნაკვეთების მორწყვას, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა არ იცის.

„ჯერ არ ჩაგვბარებია სისტემა საექსპლუატაციოდ, არც ის ვიცით, როდის დასრულდება. ეგ ჩვენც გვინდა, რომ მოესწროს და დროულად დასრულდეს, მაგრამ არ ვიცით, როგორ იქნება, ეს მშენებელზეა დამოკიდებული“, – ამბობს ვლადიმერ ხმალაძე.

„საქართველოს მელიორაციის“ სარეაბილიტაციო კომპანიამ მშენებლობა მკაცრი ზამთრის გამო შეაჩერა. აქ აცხადებენ, რომ მუშაობას ერთ კვირაში განაახლებენ, თუმცა რწყვის სეზონის ბოლომდე დაასრულებენ თუ არა, არ იციან.

„ახლა მასალებს ველოდებით და ვერ გავაგრძელეთ მუშაობა. საქაჩებზე ძრავებია დასაყენებელი და ასევე შესაძენია მილები, რომლებსაც შევადუღებთ... წესით ბევრი აღარ არის დარჩენილი. ვფიქრობთ, რწყვის სეზონის დასაწყისში თუ არა, დასასრულს მაინც გავუშვათ ექსპლოატაციაში“,– გვიხსნის კომპანიის საქმეთა მწარმოებელი ლევან აბულაძე.

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ აზერბაიჯანულ კომპანიას სამუშაოები 1 მილიონ 79 ათას ლარად უნდა შეესრულებინა და 2017 წლის 31 ივლისს პროექტი ჩაებარებინა. ტენდერის პირობების დარღვევის გამო, კომპანია „საქართველოს მელიორაციამ“ ორჯერ დააჯარიმა, შარშან, წლის დასაწყისში კი, აზერბაიჯანულმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და ქვეყანა ისე დატოვა, რომ არც დაკისრებული ჯარიმა და არც დასაქმებული მუშების ხელფასი გადაუხდია.

მომხდარის გამო სისტემის მშენებლობა რამდენიმე თვით შეჩერდა. მოგვიანებით, პროექტის შესრულების ვალდებულება „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთარ თავზე აიღო და სამუშაოები განაახლა.

საირიგაციო სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საროსა და ხიზაბავრაში 1 000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მორწყვა იქნება შესაძლებელი. ადგილობრივების თქმით, თითქმის 30 წელია სოფელ საროს სარწყავი წყალი საერთოდ არ აქვს. ხიზაბავრაში კი, შვიდი წლის წინ მოეწყო ავზი, რომლითაც ნაკვეთებს ერთჯერადად რწყავენ – „აქედან სეზონზე მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია ნაკვეთების გასარწყავიანება, მეტს აღარ ყოფნის, იმიტომ რომ საკმარისი არ არის“, – გვეუბნება ხიზაბავრელი ნოდარ ბაბელაშვილი.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შავ სიაში შესული მშენებელი და უხელფასოდ დარჩენილი მუშები
ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ
კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მარნეულში [R]