FM97.5 / LIVE

ახალციხე სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
ახალციხეში, "ახალციხელობის" აღსანიშნავად ემზადებიან. გასული წლის მსგავსად, 30 ივნისს, დღესასწაული წელსაც სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.

ახალციხე სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადება

"ახალციხელობა“ ყოველი წლის 30 ივნისს, წმინდანისა და ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღინიშნება.

სახელობით დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა უკვე ცნობილია. გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც, "ახალციხელობას" სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნება.

18:00 საათიდან ისტორიულ კომპლექსში არსებულ სცენაზე, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, მცირე, დაახლოებით ერთ საათიანი კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც, სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს დაჯილდოებენ.

ღონისძიების შემდეგი ეტაპი, უკვე ტრადიციად ქცეული, საპატიო ახალციხელების დასახელება იქნება. ადგილობრივების მიერ შერჩეულ კანდიდატებს, ქალაქის თვითმმართველობა ტიტულს ოფიციალურად მიანიჭებს.

20:00 საათზე დღის დასკვნითი ნაწილი დაიწყება. სცენას თბილისიდან ჩამოსული მომღერლები დაიკავებენ. კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გალა –კონცერტში მონაწილეობას მიირებენ მომღერლები: თემურ ყვითელაშვილი, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი "შვიდკაცა“, ასევე ქორეოგრაფული ანსამბლი "სუხიშვილები“.

საღამოს ფეიერვერკი დაასრულებს.

"ახალციხელობა" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება. რაც შეეხება დასკვნით საღამოს, რომელიც ესტრადის მომღერლების მონაწილეობას გულისხმობს, კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
რას ნახავს მაყურებელი  "ახალციხელობის" დღესასწაულზე
დღეს ახალციხე სახელობით დღესასწაულს იზეიმებს
რას ნახავს მაყურებელი 'ახალციხელობის' დღესასწაულზე
26 მაისს ახალციხეში გალა კონცერტი გაიმართება
”ახალციხელობა 2012”