FM97.5 / LIVE

აშშ–ს არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 1989 წლის 9 აპრილის შესახებ

მთავარისაზოგადოება 09.04.2016
სპეციალურად 9 აპრილისთვის, IDFI ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში გრიფით საიდუმლო .

აშშ–ს არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 1989 წლის 9 აპრილის შესახებ

დოკუმენტები შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს.

საარქივო მასალები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თხოვნით მისმა პარტნიორმა, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა გამოითხოვა. ეს მასალები წლების განმავლობაში ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში გრიფით საიდუმლო.

IDFI –ს ინფორმაციით, დოკუმენტები, ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნდება შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.

დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს. ასევე, 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზი.

IDFI–ს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტია ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი: (დოკუმენტი 9. 1989 წლის 27 მაისი - "საუბარი ქართველ დისიდენტთან“)

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს.

9 აპრილის ტრაგედიაზე აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტების უკეთ გასაცნობად იხილეთ ბმული:

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა
27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
ბორჯომში 9 აპრილის სკვერში პარაკლისი გადაიხადეს
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს