FM97.5 / LIVE

აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 18.10.2019
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, სადაც კლდე იშლება და ადგილობრივების ეზოებში ცვივა გეოლოგებს ელოდებიან, ამის შემდეგ გაირკვევა, რა ბედი ელის აქ მცხოვრებლებს.

აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

„ბავშვი და რძალი დედამისთან გავუშვი მეორე დღესვე. მე, ჩემს მეუღლეს და შვილს მეზობელთან გვძინავს. ამ სახლში ვერ ვიცხოვრებთ, მცირეწლოვანთან ერთად, როგორია წლობით აშენებ სახლს ცხოვრობ და ამხელა სტიქია დაგატყდება თავს?!“, - გვეუბნება ფიქრია ველიჯანაშვილი.

ფიქრია ველიჯანაშვილი 15 ოქტომბრის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ კლდიდან ჩამოცვენილი დიდი ლოდები, მის საძინებელ ოთახს რამდენიმე მეტრით ასცდა.

„ფაქტობრივად ვიმარხებოდით ცოცხლად. ოჯახის სამი წევრი ამ ოთახში ვწევართ, ისეთი ბიძგი ჰქონდა რომ მიწისძვრა გვეგონა. იმ ღამეს სახლში ვეღარ შემოვედით. პანიკაში ვიყავი. ეს მასა პირდაპირ სახლს რომ დაჯახებოდა, შიგ დავიმარხებოდით. ძალიან გვეშინია“, - გვეუბნება
ფიქრია ველიჯანაშვილი.

ველიჯანაშვილები ამბობენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში კლდიდან ნაშალი მასა კიდევ ჩამოვიდა, თუმცა საბედნიეროდ სახლი ამჯერადაც გადარჩა.

„კლდეს ყველგან ნაპრალი აქვს, სახლებისკენაა გადმოწოლილი და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს“, – ამბობს ვლადიმერ ველიჯანაშვილი.

ველიჯანაშვილი ეზოში დიდ ლოდს გვაჩვენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოვარდა.

„მაშინ, ამ ქვის ქვეშ მოყოლასაც გადავურჩით. ეს კლდე რომ ჩამოვიდეს, მთელ სახლებზე გადაივლის. ბავშვს, რომ გამოვიყვან და თამაშობს თან კლდეს ვუყურებ არაფერი ჩამოვარდეს და არ დაეცეს. ეს ლოდი მძიმე ტექნიკამაც ვერ გაიტანა ადგილიდან, ამიტომ ნაწილი მიწაშია ჩამარხული“, - გვეუბნება ვლადიმერ ველიჯანაშვილი.



აწყვიტელები ამბობენ, რომ პირველად კლდემ ჩამოშლა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ყურადღება არ მიუქცევიათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი უფრო გააქტიურდა და თითქმის ყოველდღე ცვივა: „ახლაც, რომ ვდგავართ, შესაძლოა ჩამოიშალოს მთლიანად, არაფრით ვართ დაზღვეულები“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საშიშ ზონაში ველიჯანაშვილებთან ერთად, კიდევ ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

რამდენიმე კვირის წინ კლდის ნაწილი ჩამოიშლა ნათელა ხიზაძის ეზოშიც.

„საავადმყოფოში ვიყავით იმ დღეს და ჩემი რძალი მირეკავს, კლდე მგონი თავზე გვეცემაო. თავის დროზე მივაკითხეთ ადგილობრივ გამგეობასაც, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს“, - გვეუბნება ნათელა.

კლდის ძირში ცხოვრობენ ივანიძეებიც. ლამარა ივანიძე გვეუბნება რომ კლდის ნაწილი მის სახლის ეზოშიც ჩამოდის პერიოდულად. სახლის მახლობლად ელექტროენერგიის გამანაწილებელი დგას და თუ კლდე ჩამოიშლება სახლთან ერთად გამანაწილებელიც დაზიანდება.

„ეს კლდე, რომ მოწყდეს და ამ გამანაწილებელს დაეცეს ასეც დაღუპულები ვართ და ისეც. ბავშვები არიან სულ აქ თამაშობენ. როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძველდება და იშლება“, - გვეუბნება ლამარა ივანიძე.

აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

ველიჯანაშვილებმა, 15 ოქტომბრის ღამეს კლდის ჩამოშლის შესახებ მალევე აცნობეს ასპინძის მერიას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ავიდნენ და ტერიტორია შეამოწმეს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ და ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან.

„წერილი მზად არის და გავაგზავნით, არ ვიცით როდის გამოგზავნიან გეოლოგებს, მანამდე იქ ჩვენ ხელს ვერაფერს ვახლებთ, ვიდრე გეოლოგები არ გვეტყვიან როგორ ვიმოქმედოთ“, - გვეუბნება ასპინძის მერის მოადგილე დავით პაპაშვილი.

აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]
აწყვიტაში ტერიტორია, სადაც კლდე ჩამოიშალა გეოლოგმა შეისწავლა
აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს
აბასთუმანში მცხოვრებ ყვირილიანებს ჩამოშლილი კლდე სახლს უნგრევს
ასპინძაში სოფელ ნიჯგორთან კლდე ჩამოიშალა
ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]
ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]