FM97.5 / LIVE

საარჩევნო მასალებისა და შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილები ადიგენში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 13.05.2014
სად შეუძლიათ წინასაარჩევნოდ შეხვედრების გამართვა და სად აიკრძალა საარჩევნო ბანერების გაკვრა ადიგენის მუნიციპალიტეტში.

საარჩევნო მასალებისა და შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილები ადიგენში
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით წინასაარჩევნოდ შეხვედრების გამართვისთვის კულტურის სახლები გამოყო.

საარჩევნო სუბიექტები შეხვედრებს დაბა ადიგენში, აბასთუმანში, უდეში, არალში, ვარხანში, ბოლაჯურში, ფხეროში, დიდი სმადასა და ჭელაში მდებარე კულტურის სახლებში გამართავენ.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც საარჩევნო ბანერის გაკვრა იკრძალება, ეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N25 დადგენილებითაა განსაზღვრული.

ადიგენის მუნიციპალიტეტში საარჩევნო – სააგიტაციო მასალის გაკვრა იკრძალება ნებისმიერი კონფესიის საკულტო ნაგებობაზე, სახელმწიფო ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობებზე, ასევე საგზაო ნიშნებზე.

იგივე დადგენილებითაა განსაზღვრული ადგილები, სადაც საარჩევნო მასალის გაკვრა შეიძლება. ეს არის სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძები.

დასაშვებია საარჩევნო მასალის გაკვრა იმ შენობების შემომსაზღვრელ ღობეებზე, რომლებშიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები.

ასევე, შეიძლება საარჩევნო მასალის კერძო შენობა-ნაგებობებსა და ღობეებზე გაკვრა, თუ ეს მათ მესაკუთრეებთან და მფლობელებთან იქნება შეთანხმებული.

საარჩევნო სუბიექტები ვალდებულები არიან არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყონ სააგიტაციო ბეჭდვითი მასალის ჩამოხსნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება
ახალციხის თვითმმართველობამ საარჩევნო მასალების გასაკრავი ადგილები გამოყო
საარჩევნო მასალებისთვის ადგილები ქალაქ ახალციხეშიც განისაზღვრა
ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს