FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]

მთავარისიახლე, სამართალი 13.07.2019
ავარია ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოხდა. „ტოიოტას“ მარკის მანქანა, ორ სხვა მანქანას დაეჯახა.

ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]

შემთხვევა დღეს, 13 ივლისს, ახალციხეში მოხდა. „ტოიოტას“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ორ მანქანას დაეჯახა.

„ძლიერი ხმაური იყო და გარეთ გამოვედი. როგორ მოხდა არ ვიცი, მანქანები აღარ გამოდგება. ერთ მანქანას ქართული ნომრებიც არ აქვს, მგონი დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ქალმა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.

„მდგომარეობა მძიმე არ არის. ერთს მსუბუქი ტრამვა აქვს, მარჯვენა ხელზე ბზარი და თავზე აქვს პატარა ჭრილობა. მეორეს მენჯ-ბარძაყის სახსარზე აქვს პრობლემა. სერიოზული არაფერია“, - ამბობენ კლინიკა „იმედში“.

ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]

ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]

ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]

ახალციხეში ავარიის შედეგად სამი მანქანა დაიმტვრა [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალე–ახალციხის გზაზე ავარია მოხდა
აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა
ავარია ახალციხეში - დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია
სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა
აწყურთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაციას გაუკეთებენ
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს
ბორჯომში ტრაილერი გადაბრუნდა