FM97.5 / LIVE

მოუგვარებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.06.2016
ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) მიხედვით, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება ყოველწლიურად სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება.

მოუგვარებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა

ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ ქვეპროგრამებს შორის აქტუალურია საგზაო, რეგიონული და მუნიციპალური და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურა ადგილობრივ ბიუჯეტებშიც ძირითად პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) CRRC-საქართველოს მიერ 2015 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის მიერ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დასახელებული პრობლემები სახელმწიფო პრიორიტეტებს მეტნაკლებად ემთხვევა.

მონაცემები წარმომადგენლობითია და როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე დასახლების ტიპის და ცალკეული ქალაქების მიხედვით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საინტერესო სურათს იძლევა.

გზები, წყლით მომარაგება, გაზმომარაგება და გარემოს დაბინძურება მოსახლეობის მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული საკითხებია.

მოუგვარებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა

ბიუჯეტის ხარჯვისას გასათვალისწინებელ პრიორიტეტებს შორის მოსახლეობამ იგივე საკითხები დაასახელა. თუმცა მათ დაემატა წყალარინების (კანალიზაციის) პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც მოსახლეობის 13%-ის აზრით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსური რესურსები უნდა გამოიყოს.

ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურა-კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ძირითადად სოფლების მოსახლეობისთვის წარმოადგენს პრობლემას. გზების მდგომარეობა სოფლის მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს (51%) აწუხებს, ვიდრე ქალაქის (28%). ყველაზე ხშირად ეს საკითხი კი დასავლეთ საქართველოს სოფლებში დასახელდა (57%).

საქართველოს სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (52%) წყლის მიწოდებას პრიორიტეტულ საკითხებში ასახელებს. ამ საკითხის პრობლემურობა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ საქართველოს სოფლების (67%) მაცხოვრებელთა შემთხვევაში გამოიკვეთა.

ქალაქებთან (10%) შედარებით გაზმომარაგება მნიშვნელოვანი საკითხია სოფლების მოსახლეობისთვის (47%), აქედან დასავლეთ საქართველოს სოფლებში მოსახლეობის 53%, ხოლო 38% აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში პრიორიტეტულად მიიჩნევს გაზმომარაგებას.

ქვეყნის მასშტაბით მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურება კი ყველაზე მეტად ქალაქებისთვის, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობისთვის არის აქტუალური (43%). გარემოს დაბინძურება ყველაზე ნაკლებად სოფლის მოსახლეობას აწუხებს (7%).
კვლევა წარმომადგენლობითია რვა თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში. ცალკე აღებული მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ არამხოლოდ სოფლის წინაშე დგას ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრიორიტეტული პრობლემები.

მაგალითად გზების მდგომარეობას ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის 54%, ზუგდიდის - 36%, ქუთაისის - 36% და გორის მაცხოვრებლების 32% მიიჩნევს პრობლემად. წყალმომარაგება თელაველების 77%-თვის და ქუთაისელების 50%-სთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს. წყალარინების (კანალიზაციის) საკითხის მოგვარებაა საჭირო ზუგდიდელების 43%-ის და ბათუმელების 35%-ის აზრით. სპორტული და დასასვენებელი დაწესებულებების არსებობა მნიშვნელოვანია მცხეთელების 44%-ისთვის. დასუფთავებულ ქუჩებს ისურვებდა ბათუმელების (33%), გორელების (32%) და ახალციხელების (32%) დაახლოებით მესამედი. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში - მცხეთაში (39%), თელავში (34%) და გორში (26%)- ქალაქის სამ პრიორიტეტში უსახლკარო ცხოველების საკითხი მოხვდა, მაშინ როცა დასავლეთ საქართველოს ქალაქების მოსახლეობის მიერ ის ნაკლებად დასახელდა.

ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი რესურსების მიუხედავად, ამ სფეროში პრიორიტეტული საკითხები - გზები და წყალმომარაგება - საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყველაზე მეტად მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურობის გასაზრდელად, ხელისუფლების მხრიდან ახალი მიდგომების შემუშავების საჭიროება დგება.

[თიკო ტყეშელაშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მოსახლეობას ყველაზე მეტად გზისა და წყლის პრობლემა აწუხებს’ – NDI
NDI: სოფლად ყველაზე მეტად  გზები და გაზმომარაგება აწუხებთ
მოსახლეობის 59%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას - NDI
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია
22% ფიქრობს, რომ განათლებაში ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა – NDI
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს