FM97.5 / LIVE

NDI: სოფლად ყველაზე მეტად გზები და გაზმომარაგება აწუხებთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.07.2016
NDI–ს კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებლებს, ყველაზე მეტად გზების მდგომარეობა და გაზმომარაგების საკითხები აწუხებთ, უმცირესობათა დასახლებებში კი ასევე გზები და წყლით მომარაგება.

NDI: სოფლად ყველაზე მეტად  გზები და გაზმომარაგება აწუხებთ

ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებში, რომლებიც მოსახლეობას თავიანთ დასახლებულ პუნქტებში აწუხებს, პირველ ადგილს გზები (47%) იკავებს, მეორე ადგილზეა გაზმომარაგება (23 %), მესამეზე წყლით მომარაგება (19%), შემდეგ მოდის გარემოს დაბინძურება (18%), საგზაო მოძრაობა (13%), საზოგადოებრივი ტრანსპორტი (12%), კანალიზაცია (12%) და სხვა.

აქედან, უმცირესობათა დასახლებებში ყველაზე მეტად გზები და წყლით მომარაგება აწუხებთ, სოფლად მცხოვრებლებს კი გზები და გაზმომარაგება.

შეკითხვაზე, რამდენად გაუმჯობესდა თქვენ სოფელში–ქალაქში საცხოვრებელი პირობები 2014 წლის ივნისის შემდეგ 53% აცხადებს, რომ იგივე დარჩა, 25 % ფიქრობს, რომ გაუარესდა, 19 % მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, 2 %–მა არ იცის.

აქედან ქალაქში მცხოვრები 54% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა მის ქალაქში იგივე დარჩა, 25% ამბობს რომ გაუარესდა, 18% კი აცხადებს, რომ გაუმჯობესდა.

რაც შეეხება სოფელს, 55 % ფიქრობს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 24% აცხადებს რომ გაუარესდა, 20 % ამბობს რომ გაუმჯობესდა. რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, 46%–ის აზრით ყევლაფერი იგივე დარჩა, 28 %–ის აზრით გაუმჯობესდა, 24 %–ის აზრით გაუარესდა.

შეკითხვაზე, ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ უკეთესად, უარესად, იგივე მდგომარეობაში თუ არ იცით, პასუხები ასე გადანაწილდა: 51% – იგივე მდგომარეობაში, 32% – უარესად, 17% – უკეთესად, 1% – არ ვიცი.

მათ შორის, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს სახელმწიფო ნაწილობრივ ახორციელებს, 32% კი მიიჩნევს რომ სახელმწიფო მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს საერთოდ არ ახორციელებს.

რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, აქ მაღალია იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებმაც არ იციან, ახორციელებს თუ არა სახელმწიფო მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ასე 14% ფიქრობს.

NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ავტორების თქმით, საქართველოს მასშტაბით 4 113 ადამიანი გამოიკითხა, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1%–ია. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. ჩაატარა CRRC-საქართველომ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21%–სთვის მის ქალაქში/სოფელში მდგომარეობა გაუმჯობესდა – NDI
გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ 2014 წლის შემდეგ ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
ბოლო 10 წელში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა - NDI
2012 წლის არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა დასახლებებში ‘უკეთეს მდგომარეობაში’ მხოლოდ 8%–ია
NDI: ფასების ზრდა და ინფლაცია აწუხებს 86%–ს
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის