FM97.5 / LIVE

მოსახლეობის 59%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას - NDI

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 14.09.2020
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა - 88 % საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59 პროცენტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას.

მოსახლეობის 59%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას - NDI

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.

სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობის 36% პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას, 12% ჯანდაცვის პოლიტიკას და 12% კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას მიიღებს მხედველობაში.

მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში გამოიკვეთა: დასაქმება, სიღარიბე და ფასების ზრდა/ინფლაცია.

ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია.

ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის 31% ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე, 22% წყალმომარაგებაზე, 13% გარემოს დაბინძურებასა და 13% საცობებზე წუხს.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობა (56 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. აღებულია 2,045 დასრულებული ინტერვიუ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI: მოსახლეობის 79% ფიქრობს, ქართულ პოლიტიკას ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა სჭირდება
NDI- გამოკითხულთა 67% ქვეყანაში მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს
NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
‘მოსახლეობის 17%-ის აზრით, კორონავირუსის დაბალი გავრცელება გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა’ - NDI
NDI : მოსახლეობა არჩევნების პროცესს  უმეტესად  დადებითად აფასებს
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: ‘ოცნება’ – 20%, ‘ენმ’ – 9% – NDI