FM97.5 / LIVE

ადვოკატი მერაბიშვილს: შენი მშობლიური კუთხიდან გამცნობ, სამართალი იზეიმებს [Video]

მთავარისიახლე, სამართალი 11.06.2016
ახალციხეში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის წარდგენისას, ‘ნაცმოძრაობის’ წევრმა, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ განაცხადა, რომ 14 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან ელოდება.

ადვოკატი მერაბიშვილს: შენი მშობლიური კუთხიდან გამცნობ, სამართალი იზეიმებს [Video]
ვანო მერაბიშვილის დედა და ადვოკატი ოთო კახიძე

ოთო კახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ წუთებში ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, ვანო მერაბიშვილიც ადევნებს თვალს და მას პირდაპირ ეთერში მიმართა.

„მე მინდა გამცნოთ ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი, მე ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა გვიყურებს ჩვენ და ვანო! შენი მშობლიური კუთხიდან, შენი აშენებული რაბათის წინ, შენი მშობლების, ნათესავების, მეგობრებისა და თანამებრძოლების წინ ვდგავარ და გამცნობ, რომ 14 ივნისს, სამშაბათს, დღის 12 საათზე, ადამიანის უფლებათა სასამართო, იგივე სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე“, – განაცხადა ვან მერაბიშვილის ადვოკატმა.

მისივე თქმით, ამ დღეს დიდხანს ელოდებოდნენ: „მოგეხსენებათ გამოთქმა, სამართალი ურმით დადისო, ნამდვილად, მე მინდა ვუთხრა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.



ამის შემდეგ, კახიძემ მომავალ არჩევნებსა პარტიის გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს, რომელიც არიც გამოცდილებითა და ცოდნით აღჭურვილი, აქვს ხედვა და გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

მისივე განცხადებით, მათი პარტიის დაპირებები განსხვავდება „ქართული ოცნების“ დაპირებებისგან. მის გამოსვლამდე, დავით ბაქრაძის ნათქვამი, რომ 50 ლარით გაიზრდება პენსია, არ არის დაპირება და ლიტონი სიტყვები, რაც ხვალ ან ზეგ შეიძლება არავის ახსოვდეს: „ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თუ ვიტყვით, აუცილებლად გავაკეთებთ, თუ მოვინდომებთ, აუცილებლად შევძლებთ და საქართველოს წავიყვანთ წინ. ჩვენ გვაქვს ამის ცოდნა, გამოცდილება და ხედვა. ჩვენი გამოცდილება, მათ შორის შეცომებთან ერთად არის ჩვენი მთავარი ძალა. ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის და აგერთვე ვიცით, რა არ უნდა გავკეთოთ, რა შეცდომები არ უნდა გავიმეროთ და ჩვენ ამის გამეორების არ გვეშინია“.

ოთო კახიძემ ვაჟა ჩიტაშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, ჰქონდა შეხება ვაჟა ჩიტაშვილთან და მისი შეფასებით, ის არის გამორჩეული პროფესიონალიზმით, წესიერებით და სამართლიანობით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის წაიყვანს ახალციხეს წინ და ჩვენი გუნდი წაიყვანს მთელს საქართველოს წინ“, – განაცხდა კახიძემ.

მან საქართველოს ყველა ქალაქში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ პარტიის მთავარი გზავნილის მიხედვით, არავითარი შურისძიება არ იქნება: „შურისძიების ჩვენ არც სურვილი გვაქვს და არც დრო“.

შეგახსენებთ, დღეს, 11 ივნისს, სამცხე–ჯავახეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ.

ადვოკატი მერაბიშვილს: შენი მშობლიური კუთხიდან გამცნობ, სამართალი იზეიმებს [Video]
ვანო მერაბიშვილის დედა და დავით ბაქრაძე


[ნინო ნარიმანიშილი, ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს
სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას  გამოაქვეყნებს
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს