FM97.5 / LIVE

ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2016
დღეს, 11 ივნისს, 15:00 საათზე, ახალციხის ციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ სტუმრები ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის პავილიონებს დათვალიერებენ.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი "რაბათი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „Check In Georgia -ს ფარგლებში ტარდება.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, თანამონაწილეები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი, ა.ა.ი.პ. “ახალციხის ციხე,” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად, დღესვე, 17:00 საათზე, რაბათში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ARTE Band (ირანი) და Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი). ამავე კონცერტზე დაუკრავს ჯგუფი „სტუმრები“ (საქართველო). დასწრება უფასოა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ხალიჩების ფესტივალი და Kavkaz Jazz Festival-ის დასკვნითი კონცერტი
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
ახალციხეში ხალიჩების ფესტივალი გაიმართება
მზადება ხალიჩების ფესტივალისთვის [Photo]
Kavkaz Jazz Festival-ის კონცერტი ახალციხეში[Photo]
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება