FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.06.2017
ახალციხეში, ახალციხის ციხეში, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსის ინტერპრეტაციები - დიზაინერების კოლექციები თურქმენეთიდან და ყირგიზეთიდან. ასევე მოძრაობის თეატრის რეჟისორის იოსებ ბაკურაძის პერფორმანსი კოსტუმირებული მსახიობების მონაწილეობით.

ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ Check In Georgia - ს ფარგლებში იმართება. ფესტივალის მიზანია ტრადიციული ხალიჩური ნაწარმის რეწვის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, პოპულარიზაცია და ხალხური რეწვის ოსტატების მხარდაჭერა.

ფესტივალზე რვა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: ირანი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და საქართველო. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხალიჩური ნაწარმი. ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები ჩაატარებენ ხალიჩის და ფარდაგის წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპის და ტექნიკის ჩვენებებს;

ფესტივალის მსვლელობისას ჩატარდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხალიჩების, ფარდაგების ორნამენტის, ფერის, დიზაინის, ქსოვის ტექნიკის შესახებ.

საგანმანათლებლო პროგრამებს მოამზადებს: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ვიზუალური ხელოვნების და დიზანის სკოლა; მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი.

ფესტივალზე გამოფენილი იქნება საქართველოში არსებული სხვადასხვა სასწავლებლების სახელოსნოების სტუდენტების ნამუშევრები; ტანსაცმლის დიზაინის კოლექციები ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან, სადაც ხალიჩების ორნამენტებია გამოყენებული.

თბილისის ხალიჩების გალერეები წარმოადგენენ ნიმუშებს თავიანთი კოლექციებიდან. შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ნიმუშების შეძენა.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი 28 ივნისს თბილისში, ეროვნულ მუზეუმში აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმის კოლექციის გამოფენით გაიხსნება, ხოლო ახალციხეში საზეიმო გახსნა 30 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

რაბათში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დამთვალიერებლებისთვის 1-ელ და 2 ივლისს, 10:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე იქნება ღია.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, 1-ელ და 2 ივლისს, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსი ვარდების რევოლუციის მოედნიდან 08:00 საათზე გავა, უკან კი 23:00 საათზე დაბრუნდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
ხალიჩების ფესტივალი და Kavkaz Jazz Festival-ის დასკვნითი კონცერტი
ახალციხეში ხალიჩების ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
მზადება ხალიჩების ფესტივალისთვის [Photo]
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება