FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხალიჩების ფესტივალი გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2016
10, 11 და 12 ივნისს ახალციხეში, პროექტის „Check In Georgia -ს ფარგლებში, რაბათის ტერიტორიაზე ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი” გაიმართება.

ახალციხეში ხალიჩების ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდდება. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, თანამონაწილეები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი, ააიპ “ახალციხის ციხე,” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი.

ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 2016 წლის, 11 ივნისს, 15.00 საათზე. გახსნის ცერემონიის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”Art Bridge” -ის ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ახალციხის ზედა და ქვედა ციხეების ტერიტორიაზე მოეწყობა. ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები, სახელოსნოები ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვისა და ნართის ღებვის დემონსტრაციები. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მრავალფეროვან ხალიჩურ ნაწარმს, შეხვდნენ ხალხურ ოსტატებსა და ექსპერტებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცი ახალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ჯგუფური პორტრეტები ხალიჩის ფონზე.

ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, ყოველ დღე ჩაატარებენ საგანმანათლებლო - შემეცნებით პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებისათვის.

ფესტივალის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება”. კონფერენცია მოიცავს ახალ სამეცნიერო კვლევებს; ხალიჩების და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებების პრეზენტაციებს; ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებს და დისკუსიებს ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ. მოეწყობა გამოფენები სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებიდან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხალიჩების ფესტივალი და Kavkaz Jazz Festival-ის დასკვნითი კონცერტი
ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
მზადება ხალიჩების ფესტივალისთვის [Photo]
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
Kavkaz Jazz Festival-ის კონცერტი ახალციხეში[Photo]